გერმანიამ ევროკავშირის მისიის მხარდასაჭერად წითელ ზღვაში ფრეგატი გაგზავნა

გერმანიამ ევროკავშირის მისიის მხარდასაჭერად წითელ ზღვაში ფრეგატი გაგზავნა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„თავისუფალი საზღვაო სავაჭრო მარშრუტები ჩვენი ინდუსტრიისა და თავდაცვის საფუძველია. წითელ ზღვაში არსებულმა ვითარებამ მიწოდების შეფერხება გამოიწვია და ზოგიერთი კომპანია აიძულა, რომ წარმოება შეეწყვიტა“, – განაცხადა გერმანიის საზღვაო ძალების უფროსმა ვიცე-ადმირალმა, იან კრისტიან კააკმა.
გერმანული ფრეგატი „ჰესე“ ევროკავშირის მისიას შეუერთდება, რომელიც მიმდინარე თვის ბოლომდე დაიწყება და წითელ ზღვაში საერთაშორისო გემების „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან დაცვას ისახავს მიზნად.
შეგახსენებთ, რომ დეკემბერში -მა წითელ ზღვაში მოძრავი კომერციული გემების „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან დასაცავად საზღვაო მისია შექმნა. 12 იანვრის შემდეგ კი აშშ და დიდი ბრიტანეთი იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებზე საჰაერო იერიშებს ახორციელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებაზე – კაცი, რომელიც საზღვარზე მოდის ოფიციალურად, რანაირად შეიძლება ეს ვინმესთან კავშირში იყოს, გარდა ხელისუფლებისა? ჰოდა, ეს კითხვა იმ მეორე მხარეს დაუსვით!

გიორგი ვაშაძე – მაგიდაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დევს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გამო – მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, ხმა ამოიღეთ! კარგად იცით, რას ნიშნავს სანქციები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება!