ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა ოქტომბერში 1247-მდე შემცირდა

2023 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 16%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
Colliers-ის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბერში ბათუმში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 26%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით მაჩვენებელი 21%-ით შემცირდა.
2023 წლის ოქტომბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 1,247 ერთეული შეადგინა და წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 26%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა 20%-ით, 55 მილიონ დოლარამდეა შემცირებული.