ციხეში სააკაშვილის გადაყვანაზე ვერც მე და ვერც ჩვენი კონსილიუმი ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გასცემს – ლევან იოსელიანი

მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას იღებს მისი მკურნალი ექიმი, შესაბამისად, ვერც ჩვენი კონსილიუმი, ვერც მე ამის შესახებ ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გასცემს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, კონსილიუმი აგრძელებს ს ჯანმრთელობის მონიტორინგს.
„კონსილიუმის წარმომადგენლები ახლახანს იყვნენ შესულები და მათ გამოაქვეყნეს დასკვნა. დასკვნაში ასახულია ყველა ის პრობლემა და ყველა ის გაუმჯობესება, რაც მიხეილ სააკაშვილის შესახებ შეიძლება, თქმულიყო. რაც შეეხება მისი გადაყვანის შესაძლებლობას, ამაზე გადაწყვეტილებას იღებს მისი მკურნალი ექიმი, შესაბამისად, ვერც ჩვენი კონსილიუმი და ვერც მე ამის შესახებ ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გავცემთ. მონიტორინგი გაგრძელდება, მათ შორის კონსილიუმის დასკვნაშივე ითქვა, რომ კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილს საჭიროებიდან გამომდინარე მოინახულებს. თქვენ იცით, რომ აქამდე კონსილიუმი სამ თვეში ერთხელ შედიოდა დღეს მათ მიიღეს გადაწყვეტილება უკვე საჭიროებისამებრ მოინახულებს მისი მოთხოვნის შესაბამისად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მათ შორის კონსილიუმის მონაწილეობითაც“, – განაცხადა იოსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თავად კონსტიტუციაშია გათვალისწინებული ის ანტიჩიხური მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს საპარლამენტო სხდომას, 10 დღის ვადაში პარლამენტი თვითონვე ჩაატარებს ამ სხდომას

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო