უკრაინა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად სამიტს გამართავს

უკრაინა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად სამიტს გამართავს, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა.
სთან თანამშრომლობას საფრთხეს არ ვუქმნით. მე დასავლეთ ბალკანეთისა და უკრაინის სამიტს დავესწრები, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება. ჩვენ უკრაინის ხელისუფლებასთან ძალიან სწორი ურთიერთობა გვაქვს“, – განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
სერბეთის პრეზიდენტს მომავალი სამიტის შესახებ სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტზე, რომელიც 28 თებერვალს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართება.
ალექსანდრ ვუჩიჩმა გერმანიის თავდაცვის მინისტრთან, ბორის პისტორიუსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სერბეთში მცხოვრები უკრაინელები უფრო მეტად არიან ორიენტირებული ვლადიმერ პუტინზე, ვიდრე ადგილობრივი რუსები. ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ სერბეთში ცოტა რუსი ცხოვრობს, დაახლოებით, 45-50 ათასი და მათი უმრავლესობა ს პრეზიდენტის მოწინააღმდეგეა.
სერბეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ იგი თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენს, რომელიც გადაწყვეტილებებს თავად იღებს.

ასევე დაგაინტერესებთ