ევროკავშირი უკვე აპირებს აგენტების შესახებ კანონის მიღებას და თუ დროზე მიიღეს, გავიგებთ, იქ რამდენი ფული იხარჯება საქართველოს დამაზიანებელ და ცილისმწამებლურ კამპანიებზე

ევროკავშირი უკვე აპირებს აგენტების შესახებ კანონის მიღებას და თუ დროზე მიიღეს, გავიგებთ, იქ რამდენი ფული იხარჯება საქართველოს დამაზიანებელ და ცილისმწამებლურ კამპანიებზე
„ეკონომისტში“ სტატია სააკაშვილზე კვლავ ლობისტებს უკავშირდება და ამას მალე დავინახავთ, თუ ისევ ამერიკული ორგანიზაციების გავლით დაამზადეს ეს შეკვეთილი სტატია, რადგან იქ ის ცნობილი კანონი მოქმედებს აგენტების შესახებ, რომლის მიღებაც ჩვენ არ დაგვაცალეს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ ს შესახებ ცრუ ინფორმაციები მსოფლიოში შესაძლოა უკვე ევროპაში მოქმედი ლობისტური ორგანიზაციებით ვრცელდებოდეს, სადაც კანონი მათ, -სგან განსხვავებით, ჯერჯერობით გამჭვირვალობას არ ავალდებულებს.
„აშშ-ში მოქმედი ამ კანონით მანამდეც ბევრი ინფორმაცია გავიგეთ. თუმცა, ეს კანონი ჯერ არ მოქმედებს ევროპაში და შესაძლოა, სააკაშვილის მხარემ უკვე ჭკუა იხმარა და არა ამერიკის, არამედ ევროპის რომელიმე ლობისტურ ორგანიზაციას მიმართა შეკვეთილი სტატიისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირი უკვე აპირებს აგენტების შესახებ კანონის მიღებას და თუ დროზე მიიღეს, გავიგებთ, ევროპაში რამდენი ფული იხარჯება საქართველოს დამაზიანებელ და ცილისმწამებლურ კამპანიებზე.
რაც შეეხება სააკაშვილის „ავადმყოფობას“, ამაზე ყველაზე მკაფიო პასუხი აქვს გაცემული სტრასბურგსა და ევროსაბჭოს, რომელთაც პირდაპირ თქვეს, რომ მისი გადაყვანის, სხვანაირი მკურნალობის და ა.შ. არანაირი საჭიროება არ არსებობს.
ის სასაცილო ბრალდებები კი, რასაც თვეების განმავლობაში ვისმენდით, რომ, მაგალითად, საავადმყოფოს ეზოში მანქანა იდგა, რომელიც მაინცდამაინც სააკაშვილს ასხივებდა და არავის მეტს, არც ექიმებს, არც სხვა პაციენტებს; ან რომ მას რუსული წამლებით მკურნალობდნენ, ოღონდ ერთიც ვერ დაასახელეს, რომლით; ან რომ ვერცხლისწყლით, დარიშხანითა და სხვა მძიმე ლითონებით წამლავდნენ და ა.შ., საბოლოოდ, ყველაფერი ტყუილი და იმ დაფინანსებული კამპანიების ნაწილი აღმოჩნდა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
Rusudan
Next: მადლობა ქართველ ხალხს, მანდატი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დღეს უნდა მოგვანიჭოს, ქართველი ხალხის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ საპარლამენტო არჩევნებში გამოცხადებულ ნდობას ეფუძნება

ასევე დაგაინტერესებთ

სანახევროდ პოლიტიკაში გადასული და ოპოზიციის გუნდში მოთამაშე ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ პოლიტიკურ სუბიექტად აპირებს გარდაქმნას, როგორც მისმა ხელმძღვანელმა განაცხადა. ის ერთ დროს ივანიშვილის კარზე მუშაობდა და როგორც ამბობენ, ფინანსური თაღლითობის გამო გამოაგდეს

ვიქტორ ყიფიანის პოლიტიკაში მოსვლა, ცხადია, ვერც ოპოზიციას და ვერც მის პატრონებს ვერანაირ ბენეფიტს ვერ მისცემს, მაგრამ ერთი კი ვიცი – მთელი საქართველო გაიგებს მისი ქურდობის შესახებ, ამჯერად დეტალებში, რაც პატრონი, ის ყმა და მონაო – “დიფ სთეითზე” და ყიფიანზეა ნათქვამი

წინ მივიწევთ საერთაშორისო ინდექსებში იმ ფონზე, როცა გვაშანტაჟებენ ექსტრემიზმის მხარდამჭერი და საშინაო რეიტინგებშიც დაკნინებული ევროკრატები, გამჭვირვალობის კუთხით, საქართველოს მთავრობა ევროპის ტოპ ათეულშია