„მდგომარეობა, სამწუხაროდ, სასიკეთოდ არ შეცვლილა“ – რა ახალი ცნობა ვრცელდება სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობაზე

10 დღეა, რაც თურქეთში დაბრუნდა – უახლესი ინფორმაცია სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
პოლიტიკოსი დათო ლორთქიფანიძე, რომელიც სოსო ჯაჭვლიანის უახლოესი მეგობარია, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლეს ცნობებს გვაწვდის.
მისი თქმით, ჯაჭვლიანი ახალ წელს თბილისში შეხვდა, თუმცა, ჯანმრთელობის პრობლემა, იძულებული გახადა, კვლავ თურქეთში დაბრუნებულიყო.
„სოსოს მდგომარეობა 5-თვიანი მკურნალობის შემდგომ, რასაც თურქეთის კლინიკაში აწარმოებდა, შედარებით უკეთესი გახდა. ახალი წლის წინა დღეებში, თურქმა ექიმებმა საშუალება და უფლება მისცეს, რომ თბილისში წამოსულიყო. ახალ წელს აქ შეხვდა, ოჯახთან ერთად. 10 იანვრისთვის ქიმიის კიდევ ერთი გადასხმა უწევდა, იქიდან ეს მედიკამენტი წამოიღო და აქ, ერთ-ერთ კლინიკაში მივიდა.
ამის შემდეგ მისი მდგომარეობა სამწუხაროდ, სასიკეთოდ არ შეცვლილა. ეს პროცესები ქიმიამ იცის, არაპროგნოზირებადია, სისხლის პრობლემა შეექმნა, რამდენიმე დღე კლინიკაში იწვა. მისი მდგომარეობა ისეთი საყურადღებო გახდა, თურქეთში გადაფრენა მოუწია.
დაახლოებით, 10 დღეა, რაც თურქეთში დაბრუნდა. ახლა იქ მკურნალობას აგრძელებს. სხვა სიახლეს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით“, – გვითხრა დათო ლორთქიფანიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გორის საკრებულოს წევრი – ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვაპირებთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ვიბრძვით იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გახდება დასავლური სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ არ დავამარცხებთ ოლიგარქიას

ქობულეთის საკრებულოს წევრი – „ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას 2003 წლის იდეალებისთვის, რომელიც აგებული იყო ევროპულ ფასეულობებზე

თინა ბოკუჩავა – ზოგმა ვერ გაუძლო ცდუნებას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე – შევიკრიბეთ, რათა ვუთხრათ არა, რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის