„ზედმეტი კითხვები არაბუნებრივი იქნება“ – უმრავლესობამ კობახიძესთან სხდომა დახურა

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ სთან და ნდობის გამოცხადებისთვის წარდგენილ მთავრობის შემადგენლობასთან შეხვედრა დახურა.
როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მ განაცხადა, ვინაიდან ეს არის უმრავლესობის შეხვედრა მთავრობის მომავალ შემადგენლობასთან, მისი სპეციფიკიდან და თავისებურებიდან გამომდინარე, უმჯობესია დახურულ რეჟიმში წარიმართოს.
„ბატონი ირაკლი წარმოადგენს პრეზენტაციას. ჩვენ ბევრი დრო არ გვაქვს და ვთხოვთ, რომ რაც შეიძლება მოკლედ. შემდეგ 2-2 წუთი ავიღოთ, რომ კითხვები დავსვათ. მე მგონია, რომ ზედმეტი შეკითხვები არაბუნებრივიც იქნება ჩვენი მხრიდან. წინ გვაქვს ვრცელი დღე, სადაც ასევე მოგვეცემა ჩვენი პოზიციების გამოთქმისა და კითხვების დასმის საშუალება. როგორც შევთანხმდით, ვინაიდან ეს არის უმრავლესობის შეხვედრა მთავრობის მომავალ შემადგენლობასთან, მისი სპეციფიკიდან, თავისებურებიდან გამომდინარე, გთავაზობთ, რომ ეს შეხვედრა იყოს დახურული“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გუშინ გამართა შეხვედრა ოპოზიციასთან. დღეს, 8 თებერვალს კი ნდობის გამოცხადებისთვის წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას პლენარულ სხდომაზე მოუწმენენ.