„გიორგის საკანში შვილების ფოტო ჩამოუხიეს, და დაემუქრნენ, შენს შვილებს, შენს წინაშე გავაუპატიურებთო“, — თქვა პატიმარ გიორგი დავითაძეს ცოლმა, თაკო რამიშვილმა ფორმულას ეთერში
შეგახსენებთ, 36 წლის პატიმარმა გიორგი დავითაძემ სასამართლოში განაცხადა, რომ ის №6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგმა გააუპატიურა, მისი თქმით, შემთხვევა დეესკალაცის ოთახში მოხდა და დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავდა
„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს – თითით, ხელით. ვამბობ აქედან, ოჯახის თანდასწრებით. ბატონო მოსამართლე, ჩანს როგორ აკეთებს ამ მოძრაობას ჩემს საჯდომთან. ამ დროს მატყუებს, რომ შარვალი აქვს ჩახდილი, მაგრამ თითი აქვს შეყოფილი. ამაზე მეტი კაცს რა უნდა გაგიკეთონ. გამაუპატიურეს – 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში.
კამერების ქვეშ აკეთებენ ყველაფერს, ისე დგანან, რომ არ გამოჩდნენ, მაგრამ ვერ ფარავენ მაინც“— განაცხადა გიორგი დავითაძემ
პენიტენციური სამსახური ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს – უწყებამ გაავრცელა დაახლოებით 5-წუთიანი ვიდეო დეესკალაციის ოთახიდან




