დეა მეტრეველი: შეეცდებიან ეს საქმე ჩაიფარცხოს. გაუპატიურება ისეთი მძიმე ტრავმაა, რომ ღიად ამ ტიპის ძალადობაზე მსხვერპლები ღიად იშვიათად საუბრობენ

პოლიტიკოსი დეა მეტრეველი:
ვიდეოში თეთრხელთათმანიანი ბადრაგის მოქმედება და ხელის მოძრაობები ნამდვილად ბადებს კითხვებს. გამჭვირვალე გამოძიების გარეშე, რა თქმა უნდა, შეეცდებიან ეს საქმე ჩაიფარცხოს. გაუპატიურება ისეთი მძიმე ტრავმაა, რომ ღიად ამ ტიპის ძალადობაზე მსხვერპლები ღიად იშვიათად საუბრობენ, ხოდა, ცოტა რთული წარმოსადგენია პატიმარმა მამაკაცმა, თუ პენიტენციური სამსახურის განცხადებას დავეყრდნობით, მოუგონოს საკუთარ თავს ასეთი ძალადობრივი აქტი.
ეს არის ვიდეო, რაც უწყებამ გაავრცელა და, მგონი, კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა.