ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ექიმი სამსახურიდან გაუშვეს იმიტომ, რომ თქვა არ აქვს ადგილი კლინიკაში და რომ უთხრეს, მაინც მიიღებ, უპასუხა, მინისტმა მიიღოსო.
წყენია მინისტრ სარჯველაძეს.
შურისძიებაა ეგა და შესაბამისად, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება. კლინიკას, რომელსაც არ აქვს ადგილი, აიძულო პაციენტი მოკლას – ეგ კიდევ მეორე დანაშაულია და ბევრად მძიმე.
ადგილი კლინიკაში ტახტზე წამოსაწოლს კი არ ნიშნავს, თითოეული სამედიცინო ადგილის უკან უნდა იდგეს პერსონალი, გაგიკვირდებათ, მინისტრო და სამედიცინო პერსონალი და ტექნიკა – დიახ, ესეც სამედიცინო. სხვა ტექნიკა არ მიდის, არა, თორემ, დადგამდით ტახტს, მივუყენებდით “ნივას” და ვუყარაულებდით, აბა, ხომ მოკეთდებოდა.
წამოწოლა რომ შველიდეს საქმეს, გვაქვს წამოსაწოლი სახლშიც, ბრიყვო!
ნაცვლად იმისა, რომ დატრიალდეს მინისტრი და უი, ადგილები არააო, ესე იგი, დასამატებელიაო და მე მოვიძიებ მაგის ფულსო, კი არა, არა, მოხსნა ექიმი, რომელმაც გაბედა და თქვა, მინისტრმა მიიღოსო.
ვინ უნდა მიიღოს აბა? ვინაა პასუხისმგებელი, აბა, სამედიცინო ადგილების ოდენობაზე ქვეყანაში?
გგონიათ, პირველი შემთხვევაა, რომ არ იღებს პაციენტს კლინიკა და სხვა კლინიკაში მიყავთ?
სულაც, უკვე ადგილზე მიყვანილებს აბრუნებენ უკან,
დედაჩემი სასწრაფომ კლინიკის დერეფანში დააგდო და წავიდა, მიყვანილზე მითხრა კლინიკამ უარი და არ გადავიყვანო და კლავდნენ კლინიკის დერეფანში უპატრონოდ, იხრჩობოდა და ჟანგბადის ბალონიც არ მისცეს. გგონიათ ვინმე დაისაჯა? ან სასწრაფოდ ექიმი და ან კლინიკის? (სხვათა შორის, ადგილი ქონდათ, არ მიიღეს იმიტომ, რომ ერთი შეხედვით მძიმე ეგონათ).
ეს ექიმი, ბათუმიდან, რეალურად დაისაჯა მხოლოდ იმის გამო, მინისტრის ხსენება რომ გაბედა!
როგორ გაბედა და თქვა, რომ ვინ უნდა მიიღოს პაციენტი, რომლის ადგილიც არ აქვს გათვლილი სახელმწიფოს და მინისტრმა, ხო.
ამისთვის დაისაჯა რეალურად.
არც უგინებია მინდა გითხრათ.
არც ოლე–ოლა უმღერია.
უბრალოდ თქვა, რომ აი, მინისტრს მოსთხოვეთ პასუხიო.
სასწრაფო გადაამისამართლა ჯანდაცვის მინისტრთან – როგორ გაბედა, არა?
აბაა…
ანუ, ჯანდაცვის მინისტრი ითხოვს, რომ როცა არაა სამედიცინო ადგილი კლინიკაში, მაინც მიიღონ მძიმე პაციენტი, ისე დასვან სადმე და თუ მოკვდება, კლინიკაში მოკვდეს?
და ხვალ რომელიმე ცუდად რომ გავხდეთ და არ ქონდეს კლინიკას ადგილი, ვინღა გაბედავს რამის თქმას? მიგვიღებს და თუ უპატრონოები ვართ, დაგვყრიან და თუ გადავრჩებით, ხომ კარგი და თუ პატრონიანები ვართ და რომელიმე უპატრონოს მოისვრიან სამედიცინო საწოლიდან და პატრონიანს დააწვენენ – ამას ითხოვს მინისტრი.
აქამდეც მივედით!
ღიად ითხოვს ჯანდაცვის მინისტრი, მკიდია მე, გაქვს თუ არა სამედიცინო ადგილი, როგორ ბედავ მე მომთხოვო პასუხი, მიიღე და ისე დააგდე სადაც მოგიხერხდებაო!
თუ გაბედავ და ხმას ამოიღებ, მოგხსნი, გაგაუბედურებ, დედას გიტირებო.
ჰაი, გიდი და გამდის და ვაკეთებო!
ტფუი
პ.ს. აი, კანონდარღვევა კიდევ რა იყო იცი, მინისტრო?
დაჭრილი რიჟვაძე რომ “აკატავეთ” მანქანით და არც ერთ კლინიკაში შეიყვანეთ, სანამ თქვენ მოსაწონ, თუ სათქვენო კლინიკას არ მიადექით და კინაღამ მოკალით გზაში – აი, ეგ.




