დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში მამუკა ფიფია, ნიკოლოზ მჟავანაძე, კახა კალაძის სიძე პაატა აბულაძე და გიორგი ირემაძე დაასანქცირა.
მიზეზი რუსული დეზინფორმაციის გავრცელება და უკრაინის დესტაბილიზაციის ან ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შექმნაა.
სანქციების დაწესებას კალაძის სიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
მაგრამ ერთი კაი რამე მოხდა – გული მომდიოდა, ისეთ ხალხს ასანქცირებენ, ტეხავდა, რა, რაღაც „ნეუდობნად” ვგრძნობდი თავს.
მადლობელი ვარ ბრიტანელების, რომ დამასანქცირეს. ჩემგან გადაეცით უღრმესი მადლობა. ამაზე კაი „პადარკა” მეუღლის დაბადების დღეზე, მე მგონი, ტყუილად ნუ ეცდებით ნურავინ, ვერ გამიკეთებთ“, – თქვა პაატა აბულაძემ Facebook-ლაივში.




