ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი მეორე მატჩშიც დაამარცხა

7 თებერვალს საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა. პირველი მატჩის მსგავსად, მეორე თამაშიც ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 4:2
შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა იშტვან ჰოდნოდის გოლით გახსნეს, რასაც მასპინძლებმა გიორგი ჩიმაკაძის, ჯანიკო გიორგაიას და გიორგი ღავთაძის გოლებით უპასუხეს. რუმინეთის ნაკრებმა მეორე ტაიმის დასაწყისში მატეი ბოშნიაგას გოლით შეამცირა სხვაობა, საბოლოო ანგარიში კი ირაკლი თოდუამ დააფიქსირა.
რუმინეთთან ამხანაგური მატჩები საქართველოს ფუტსალის ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ნაწილი იყო. საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდში ჩვენი გუნდის მეტოქეთა ვინაობა 30 მაისს გახდება ცნობილი,
მატჩები კი მიმდინარე წლის დეკემბრიდან ჩატარდება.
nakrebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში