2026 წლის 1-ლი ოქტომბრიდან მეორეული საბურავების, ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული ავტომობილებისა და მათი ნაწილების, ასევე აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსებისა და რეალიზაციის ახალი წესები თბილისის გარდა, სხვა მუნიციპალიტეტებშიც ამოქმედდება.ცვლილებები პარლამენტმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაამტკიცა. ახალი რეგულაციით, შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ადგილის მიღმა აღნიშნული საქმიანობის განხორციელება ფიზიკური პირისთვის 2 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირისთვის 5 000 ლარით დაჯარიმდება.დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 5 000 ლარამდე, იურიდიული პირისთვის კი 15 000 ლარამდე გაიზრდება.ასევე, იმ ტერიტორიებზე, რომლებიც საქმიანობისთვის დაშვებულია, თუმცა დადგენილი წესები ირღვევა, ფიზიკური პირი 1 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 2 500 ლარით დაჯარიმდება. განმეორებით დარღვევაზე სანქციები, შესაბამისად, 2 500 და 5 000 ლარი იქნება.თბილისში ანალოგიური რეგულაციები 2026 წლის 1-ლი იანვრიდან მოქმედებს. წესები კრძალავს აღნიშნული საქმიანობის განხორციელებას საცხოვრებელ, რეკრეაციულ, სატყეო, სპეციალურ, სატრანსპორტო და სანიტარული დაცვის ზონებში.დაშვებულ, ძირითადად სამრეწველო და საზოგადოებრივ-საქმიან ზონებში კი საქმიანობისთვის კონკრეტული პირობებია განსაზღვრული, რომელთა დაცვაც ტერიტორიის მესაკუთრეებსა და მეწარმე სუბიექტებს ევალებათ.



