თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი:
ომამდე, 490 000 ადამიანი ცხოვრობდა აფხაზეთში. აქედან 93 000 აფხაზი. დანარჩენი 397 000 ქართველი იყო.
დღეს, კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა, სადაც ასევე ახსენა ცხინვალის რეგიონის დაკარგვაც და მიცვალებულთათვის პანაშვიდი გადაიხადა. თუმცა, არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად” და მას არ გამოედევნოს საოკუპაციო სამხედრო ძალითა და მთელი სისასტიკით ჩვენი ასიათასობით თანამემამულე.
წინა დღეებში კი მთლად გამაოგნებელი რამ სთქვა, რომ თითქოს ტერიტორიები რომ დავიბრუნოთ, ამისავის ღვთის ნებაც საჭიროაო. ამ, ერთი შეხედვით უწყინარ და “სწორ” აქცენტსაც, როგორი ყვედრებით, ინდიფერენტულობითა და “ნიშნის მოგებით” ამბობს…
ამას წინათ, ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებითაც, პარაკლისის დროს, როცა ქადაგება წარმოსთქვა, არც მაშინ არ ახსენა რუსეთი, რომელმაც ვერაგულად გაგვიუქმა ავტოკეფალია. ამასაც ხომ მოხერხება უნდა?!.
დიდი სირცხვილია ასეთი სერვილიზმი და უტიფრობა. რა უნდა გმართებდეს ასეთი საქართველოს პატრიარქს – რუსეთისა და როგორი დავალებული უნდა იყო მისგან, რომ იოტისოდენად ვერ ბედავდე ვერასდროს მის ხსენებას სამართლიან და კრიტიკულ კონტექსტში. . .



