პარტია “დროას” ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ 27 სექტემბერს კლინიკა “ვივამედიდან”, სადაც ის რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობის კურსს გადიოდა, კვლავ რუსთავის ციხეში ბრუნდება.მისი თქმით, მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია, მეორე ეტაპი კი შერეული რეჟიმით გაგრძელდება – ციხესა და “ვივამედში”.”კლინიკაში თვეში ერთხელ მოვალ ხოლმე წამლების მისაღებად და შესამოწმებლად.დიდი მადლობა ვივამედს, ყველა ექთანს, დამლაგებელს, ყველა თანამშრომელს ყურადღებისთვის. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ პენიტენციურ სამსახურთან გვქონდა კონსტრუქციული და საქმიანი თანამშრომლობა. მადლობა ყველა იმ ოფიცერს, რომელთანაც ამ პერიოდის განმავლობაში, შეხება მქონდა. მიხარია, რომ ისინი გავიცანი. მათზე, რომ გამოვალ, მერე ვილაპარაკებ ბევრს.ახლა კი დროებით, ერთი თვით, დავბრუნდები რუსთავის ქალთა ციხეში”, – დაწერა ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში.
“დროას” ლიდერი უკვე ერთი წელია პატიმრობაშია. მას 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს ოპონენტის, თბილისის მოქმედი მერის, კახა კალაძის საარჩევნო პლაკატზე მარკერით წარწერის გაკეთების გამო;ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ბანერზე წარწერის გაკეთება კრიმინალი არ არის: „მოიგონეს ბანერზე წარწერა კრიმინალიაო, დიახ, უნდა ვანახოთ, რომ მათ მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით“;პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, როცა ის დააპატიმრეს, რადგან არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული 5000-ლარიანი გირაო;საპატიმროში დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ადვოკატის მოთხოვნის შემდეგ, პენიტენციურმა სამსახურმა ის 2026 წლის პირველი ივლისს კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანა, სადაც მკურნალობა უტარდებოდა.



