უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი X-ზე წერს.
„დონეცკის ოლქის ლიმანის მიმართულებით, ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში, ასევე საჰაერო-სადესანტო ძალების დაჯგუფების მიერ ჩვენი აქტიური თავდაცვის კიდევ ერთი ოპერაციის ფარგლებში, ჩვენმა ჯარებმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს.
ოკუპანტების განადგურება და დასახული მიზნები მიიღწევა გრძელდება”, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკის თქმით, ჯამში, ამ კვირის განმავლობაში, ფრონტზე აქტიური საბრძოლო მოქმედებების ყველა მიმართულებაზე, უკრაინულმა ქვედანაყოფებმა რუსი სამხედროების 10 660-კაციანი პირადი შემადგენლობა გაანეიტრალეს (მოკლულთა და დაჭრილთა სახით).
ზელენსკი დასძენს, რომ რუსული მხარის თითოეული ასეთი დანაკარგი ვიდეომტკიცებულებებით დასტურდება.
ამასთან, ზელენსკის განცხადებით, ყველაზე ინტენსიური ბრძოლები პოკროვსკის, კონსტანტინოვკისა და ლიმანის მიმართულებებზე მიმდინარეობს.
„საბრძოლო ამოცანები ასევე სრულდება ზაპოროჟიეს, ხარკოვისა და სუმის ოლქებში. ამ კვირის შედეგების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ აღიარებას იმსახურებენ მესამე არმიის კორპუსისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო ძალების მე-8 კორპუსის შემადგენლობაში მყოფი ოლეკსა დოვბუშის სახელობის 68-ე ცალკეული აერომობილური ბრიგადის მეომრები”, – წერს ზელენსკი.
ის მადლობას უხდის ყველა მეომარს შედეგებისთვის, მეომრებო!
„ფრონტზე გატარებული ყოველი ასეთი კვირა, რომელიც საერთო ვითარების თვალსაზრისით ჩვენი – უკრაინული – ხდება, რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ უფრო მასშტაბური შეტევითი მოქმედებების განხორციელებაში უშლის ხელს”, – აღნიშნავს ზელენსკი.
მისივე თქმით, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან ერთად ქვეყნის შემდგომი აქტიური ნაბიჯები უკვე განისაზღვრა.
„დიდება უკრაინას!“, – წერს ზელენსკი.




