LOUDspeakers: მოცემულ რეალობაში ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება

“მოცემულ რეალობაში ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
ჩვენი სოლიდარობა Kordz-ს, მის ოჯახს და პროტესტის გამო შევიწროებულ ყველა ადამიანს,” – წერს ბენდი LOUDspeakers სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გორში, “კამარა ფესტივალის” ფარგლებში დაგეგმილი Kordz-ის კონცერტი გაუქმდა. მუსიკოსის განცხადებით, გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მედიის ნაწილის მხრიდან შეტევა და მუქარა, რის გამოც ღონისძიების ადგილზე უსაფრთხოების გარანტიები აღარ არსებობდა. Kordz-მა ასევე განაცხადა, რომ გორის მუნიციპალიტეტი კონცერტის მასპინძელ სივრცეს მისი გამოსვლის შემთხვევაში “გაბრაზებული ბრბოთი” დაემუქრა.

ასევე დაგაინტერესებთ

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება