უცნობმა ობიექტმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, თავდაცვის უწყებამ ავიაცია გაააქტიურა

რუმინეთის საჰაერო სივრცე 26 სექტემბრის ღამეს უცნობმა სამიზნემ დაარღვია, რის გამოც მოკავშირეთა გამანადგურებლები აფრინდნენ, – ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

თავდაცვის სამინისტროს სარადარო სამეთვალყურეო სისტემამ საჰაერო სამიზნე დააფიქსირა, რომელიც სოფელ კილია-ვეკესთან ახლოს, უკრაინასთან მდინარის საზღვართან ახლოს მოძრაობდა.

სიტუაციის მონიტორინგისთვის აფრინდნენ ესპანეთის საჰაერო ძალების F-18 ტიპის ორი თვითმფრინავი და რუმინეთის საჰაერო ძალების IAR-330 SOCAT ტიპის ვერტმფრენი.

სამიზნე რუმინეთის საჰაერო სივრცეში რამდენიმე წუთის განმავლობაში დარჩა და თითქმის მდინარე კილიას პარალელურ ტრაექტორიაზე დაფრინავდა. ობიექტიდან წამოსული რადიოლოკაციური სიგნალი პარდინასთან გაქრა.

ასევე დაგაინტერესებთ

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება