მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი

მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
14
წაკითხვა
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი ისტორიულ ჰერეთში ქურმუხის ტაძრის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დმანისსა და ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს და აზერბაიჯანელ მუსლიმ სასულიერო პირებს მიმართავს.
ის სოციალურ ქსელში წერს, რომ “საქართველოს ეკლესიის ინტერესი ქურმუხის ტაძრის სათანადო დაცვისა და ურთიერთშეთანხმებით აღდგენის შესახებ არის ზრუნვა სიწმინდეზე და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი”.
მთავარეპისკოპოსი ზენონის წერილს სრულად გთავაზობთ:
“ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეებს: დმანისსა და ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს და აზერბაიჯანელ მუსლიმ სასულიერო პირებსƏziz azərbaycanlı həmvətənlərimiz!მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში აზერბაიჯანის კახის რაიონში მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძართან დაკავშირებულმა განცხადებებმა ბევრი ადამიანი ააღელვა. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ დავივიწყოთ ის, რაც საუკუნეების განმავლობაში გვაერთიანებს.ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი ქართული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის მეტად მნიშვნელოვანი ძეგლია. კახის, ზაქათალისა და ბელაქნის მხარეში, ქურმუხში, ლექითში და სხვა სოფლებში შემორჩენილი სალოცავები საუკუნეების მანძილზე ქართული ქრისტიანული ტრადიციის ნაწილი იყო. დღესაც ამ ტრადიციას მათი შთამომავლები, საინგილოს ქართველები, განაგრძობენ.ქართველი ერისა და ქართული ეკლესიისთვის ამ ძეგლების ბედი ორგანულად არის დაკავშირებული ჩვენს სულიერ მემკვიდრეობასთან, ისევე როგორც ყველა ხალხისთვის ბუნებრივად ახლობელია თავისი წინაპრების მიერ აგებული სალოცავები, სადაც არ უნდა მდებარეობდნენ ისინი. ამიტომ საქართველოს ეკლესიის ინტერესი ტაძრის სათანადო დაცვისა და ურთიერთშეთანხმებით აღდგენის შესახებ არის ზრუნვა სიწმინდეზე და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი.ამ ტაძარს ფუნდამენტური სულიერი მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვის: კახ-ინგილოს, ალიაბადის, ალმალოს, მეშაბაშის, თასმალოს და სხვა სოფლების მკვიდრთათვის. ეს მათი ცოცხალი სალოცავია, მათი წინაპრების ხსოვნა და რწმენის საყრდენი. სამართლიანია, რომ ამ ძეგლის ბედზე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას მათი ხმაც იქნას მოსმენილი და გათვალისწინებული, ხოლო პროცესში ორივე მხარის შესაბამისი წარმომადგენლები იყვნენ ჩართული.ქურმუხის ტაძარი ასევე საუკუნეების მანძილზე იყო ადგილი, სადაც ქრისტიანები და მუსლიმები ერთად მიდიოდნენ ლოცვითა და პატივისცემით. სწორედ ეს არის ჩვენი ნამდვილი საერთო მემკვიდრეობა: სიწმინდის ერთობლივი დაფასება და არა დაპირისპირება.დმანისსა და ქვემო ქართლში ქართველები და აზერბაიჯანელები თაობიდან თაობამდე გვერდიგვერდ ვცხოვრობთ. ერთმანეთის ჭირსა და ლხინს ვიზიარებთ და ერთად ვაშენებთ ჩვენს საერთო სამშობლოს, საქართველოს. თქვენ ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები და მისი ღირსეული შვილები ხართ.გვჯერა, რომ საქართველოს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი და პოზიტიური როლი შეასრულონ ორ მეზობელ ხალხს შორის ნდობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებაში. თქვენ კარგად იცნობთ ორივე ხალხის სულს და ამიტომ თქვენი სიტყვა განსაკუთრებით ფასეულია. თქვენი ღირსეული ხმა უნდა ისმოდეს, როდესაც საქმე ეხება იმ სიწმინდეებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ამ ხალხთა ურთიერთობისა და თანაცხოვრების ნაწილი იყო. რამდენადაც საქართველოში თქვენი რწმენა, ენა, ტრადიციები და სალოცავები დაცული და პატივდებულია, ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანშიც ქართველთა წინაპრების მიერ აგებული სიწმინდეები იგივე პატივისცემით იქნება მოვლილი. ეს საკითხი არ უნდა იქცეს ჩვენ შორის განხეთქილების მიზეზად.გაორკეცებული იმედით მივმართავ აზერბაიჯანელ მუსლიმ სასულიერო პირებს. სასულიერო პირმა ყველაზე კარგად უწყის, თუ რას ნიშნავს მორწმუნისთვის წინაპართა სალოცავი, რაოდენ მტკივნეულია მისი ბედის გაურკვევლობა და რაოდენ დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ რწმენა ხალხებს შორის მშვიდობის საფუძველი იყოს და არა დაპირისპირების მიზეზი. თქვენი სიბრძნითა და ავტორიტეტით შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ქურმუხის ტაძრის საკითხის ურთიერთპატივისცემითა და დიალოგით გადაწყვეტას, ორივე მხარის შესაბამისი წარმომადგენლების მონაწილეობით.ჩვენთვის კარგად ცნობილი XII საუკუნის დიდი შირვანელი პოეტი ხაყანი, რომელიც საქართველოსა და შირვანის ურთიერთობის ამ ეპოქის მნიშვნელოვანი მოწმე იყო, ერთ-ერთ ლექსში საქართველოსთან დაკავშირებულ საკუთარ გამოცდილებას ასე გამოხატავს: “აფხაზეთში დავესახლე და ქართულად ვლაპარაკობ”. იმდროინდელი მწიგნობრობისთვის ცნობილი იყო, რომ “აფხაზეთი” საქართველოს აღნიშნავდა. ამ დიდი პოეტის სიტყვები გვახსენებს იმ დროს, როდესაც შირვანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მხოლოდ პოლიტიკური კავშირებით არ შემოიფარგლებოდა და ღრმა ადამიანურ, კულტურულ და ნათესაურ კავშირებს ეფუძნებოდა.ამავე ეპოქის დიდი შირვანელი პოეტი ფალაქიც თავის შემოქმედებაში საქართველოსა და ქართველ მეფეებს განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებს. მათი სიტყვები გვახსენებს იმ კულტურულ სივრცეს, სადაც შირვანისა და საქართველოს მოსახლეობას ერთმანეთთან აკავშირებდა პოეზია, მწიგნობრობა, ენა და ერთმანეთისადმი პატივისცემა. ეს ურთიერთობა დღესაც გვახსენებს საქართველოსა და აზერბაიჯანის ხალხებს შორის არსებული კულტურული სიახლოვის ძველ ფესვებს.მით უმეტეს, დღეს ჩვენი კარი ღია უნდა იყოს ერთმანეთისთვის, მეტი ნდობით, ურთიერთთანადგომითა და იმ რწმენით, რომ ერთმანეთის პატივისცემა ჩვენს ხალხებს კიდევ უფრო დააახლოებს.კეთილსინდისიერი დიალოგის, ღირსეული მომავლის რწმენითა და კეთილი სურვილებით,დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი”- წერია მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ 24 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქომ ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და მოითხოვა გარკვევა, რა სამუშაოები ტარდება, ვის მიერ და რა კვლევებს ეფუძნება ისინი. საპატრიარქოს თქმით, აზერბაიჯანის შესაბამისი უწყებებისგან ამ პროცესზე ინფორმაცია არ მიუღია და საჭიროა მასში საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და ქართველი სპეციალისტების ჩართვა.
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
მეორე დღეს, 25 სექტემბერს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ტაძარი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო ქართული მხარის განცხადებაში ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხებთან დაკავშირებული მიდგომები დაინახა და მოუწოდა რელიგიურ ინსტიტუტებს, თავი შეიკავონ ისეთი პოზიციებისგან, რომლებიც, მისი შეფასებით, აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობებს შეიძლება აზიანებდეს.
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
კომენტარები
გადახედვა
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
7 წუთის წინ
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
2 საათის წინ
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
Kordz-ის დედა: “ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში”
9 საათის წინ
Kordz-ის დედა: “ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში”
გადახედვა
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
25 სექტემბერი, 15:41
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
25 სექტემბერი, 15:26
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
25 სექტემბერი, 14:39
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
გადახედვა
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
25 სექტემბერი, 14:34
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
25 სექტემბერი, 13:58
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
25 სექტემბერი, 13:57
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
“თბილისი მარათონის” გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
25 სექტემბერი, 13:30
“თბილისი მარათონის” გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
25 სექტემბერი, 13:13
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
25 სექტემბერი, 13:11
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
გადახედვა
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
25 სექტემბერი, 13:02
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
25 სექტემბერი, 12:48
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
25 სექტემბერი, 12:16
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
25 სექტემბერი, 12:02
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
გადახედვა
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
25 სექტემბერი, 11:24
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის “ნაცისტურ-ფაშისტური” დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
25 სექტემბერი, 11:22
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის “ნაცისტურ-ფაშისტური” დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
25 სექტემბერი, 10:55
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
25 სექტემბერი, 10:45
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
25 სექტემბერი, 10:34
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
კვირის ტოპ-5
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი4449 ნახვა
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?3048 ნახვა
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება2020 ნახვა
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება522 ნახვა
მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს479 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
საზოგადოება
“ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა” — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
“ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა” — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
პოლიტიკა
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
ბანკები და ფინანსები
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
ცხოვრების სტილი
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
გადახედვა
კრიმინალი
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
კრიმინალი
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
Sci-Tech
OpenAI-ს “ურჩმა” აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
OpenAI-ს “ურჩმა” აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
პოლიტიკა
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
თბილისი
“თბილსერვის ჯგუფის” ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
“თბილსერვის ჯგუფის” ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
საზოგადოება
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
ახლა კითხულობენ
გადახედვა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
25 სექტემბერი, 08:38
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი…
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს