ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მერვე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე საბერძნეთთან 0:3 დამარცხდა.
მწვრთნელი რამაზ სვანაძე ეროვნულ გუნდს ჩაუდგა სათავეში, მის ნაცვლად კი 21-წლამდელების სამი უახლოესი მატჩისთვის გიორგი ადამია დანიშნეს.
სტუმრებმა თავიდანვე შემოგვიტიეს და ორი გოლი გაგვიტანეს. აქედან მოყოლებული საქართველოს ნაკრები იერიშებზე გადავიდა და პირველი ტაიმის ბოლოს კარგი მომენტი ჰქონდა – მეკარე მონასტირლისმა ამიშულაშვილის და სალიას დარტყმული მოიგერია. მეორე ტაიმის დასაწყისში სალია ბასილაძესთან ერთად გავიდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ბურთი მცირედით ააცილა მიზანს. შემდეგ კარგი შანსი პაპაკანელოსმა ვერ გამოიყენა. თუმცა, მალე ბერუაშვილის კარი პნევმონიდისმა დალაშქრა და ბერძნებმა ისევე როგორც პირველ წრეში 3:0 მოგვიგეს.
ერთი სიტყვით, კლასში სხვაობა აშკარა იყო და უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრები F ჯგუფში 9 ქულით მეოთხე ადგილზეა და 1-ელ ოქტომბერს გასვლაზე ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება.
თბილისი. „მიხეილ მესხი“
საქართველო – საბერძნეთი 0:3
გოლები: 0:1 ალენი (5), 0:2 ბაკულასი (13), 0:3 პნევმონიდისი (65)
საქართველო: ბერუაშვილი, ბასილაძე, ნარიმანიძე, ამისულაშვილი, ბუკია, ცეცხლაძე (ჩუბინიძე 82), ჯაფარიძე (რობაქიძე 73), ლორთქიფანიძე (კვარაცხელია 82), დადიანი, სალია (ფეიქრიშვილი 73), დეისაძე (ჩიქოვანი 62)