უკრაინელი ექსპერტი: მთავარია, ჩვენები თბილისიდან ქულის გარეშე არ დაბრუნდნენ

ერთა ლიგის პირველ ტურში უკრაინამ სტუმრად უნგრეთი 1:0 დაამარცხა. თანამემამულეთა გამარჯვებას ექსპერტი ბოგდნან ბლავაცკი გამოეხმაურა:
„უპირველეს ყოვლისა უკრაინამ უჩვეულო ტაქტიკური სქემით (4-4-2) გაგვაკვირვა, რომელიც მალდერას წინამორბედებისგან პრაქტიკულად არ გამოიყენებოდა. ვფიქრობ, ეს უნგრელებისთვის მოულოდნელობა იყო. წინწაწეულმა ვანატმა, ასევე სიკანმა გარემარბების სუდაკოვის და ციგანკოვის დახმარებით მეტოქეს ნერვიულობა აიძულეს და ბურთზე კონტროლი გაურთულეს. საყრდენები ოჩერეტკო და ბრაჟკო კარგად მოქმედებდნენ.
იგრძნობოდა, რომ მალდერამ სათანადოდ შეისწავლა მოწინააღმდეგე და გუნდიც ჩინებულად მოამზადა. მოსალოდნელია თუ არა 28 სექტემბერს ქართველებთან საკადრო ცვლილებები? მგონია, მოსალოდნელია. ჩემი აზრით, ეს სამ პოზიციაზე მეტს არ შეეხება. მთავარია, ჩვენები თბილისიდან ქულის გარეშე არ დაბრუნდნენ, რადგან მაშინ ბუდაპეშტში მოგება მნიშვნელობას დაკარგავს“, – განუცხადა ბლავაცკიმ Sport.ua-ს.