გიორგი გიგაშვილი: პროპაგანდამ დაგაჯერათ, რომ ყველას გეკუთვნოდათ, და თქვენც უნამუსოდ აიტაცეთ ისე, რომ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. ᲡᲔᲠᲘᲝᲖᲣᲚᲘ ᲡᲐᲤᲠᲗᲮᲔ!

“თუ მთავარი პრობლემა ,,ოლე, ოლა” იყო, ჩემს მოკრძალებულ აზრსაც მოგახსენებთ: ეს შეძახილი-მოძახილი, რომელიც კორძმა ,,დაარემიქსა”, არის პასუხი იმისა, რასაც ჩვენ 3 წლის წინ უკვე ვხვდებოდით და რაც უკვე ყველამ, მათ შორის ,,ქართული ოცნების” ამომრჩეველმა ბოლო დროს საკუთარი ყურებით მოისმინა:
1. ამდენი, აწ უკვე, ,,ყოფილი” დეპუტატისა თუ მინისტრის ციხეში ჩასმა.
2. ყველა იმ
ადამიანის მოშორება, რომელიც აქციების დარბევებში მონაწილეობდა.
3. ფულის გამთეთრებლების-მომპარავების წლობით გამოკეტვა.
4. უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრება, ცემა, შუბლის ძვლების ჩამტვრევა და ამავდროულად ამის ჩამდენებს პასუხი დღესაც რომ არ მოეთხოვათ.
და ა.შ.
სინამდვილეში, ამ ,,რემიქსის” (კიდევ ვიმეორებ ამ სიტყვას, ეს იყო აქციაზე მდგომი ხალხის მოფიქრებული ტექსტი, რომელიც აიტაცა ყველამ, ზუსტად გამოხატავდა იმას, რა გრძნობაც გვქონდა იმ დროს ყველას. იმას, რასაც მაშინვე ვაპროტესტებდით და ვხვდებოდით, აი ზუსტად ამის) ტექსტი სინამდვილეში იმდროინდელ გადაწყვეტილებებს ეკუთვნოდა, რომელიც მიიღეს. უფრო სწორად ეკუთვნოდა იმ ბრაზს, რომელიც გვქონდა და გამოსახატი იყო მაშინ, მერეც და ახლაც.
უბრალოდ პროპაგანდამ დაგაჯერათ, რომ ყველას გეკუთვნოდათ, და თქვენც უნამუსოდ აიტაცეთ ისე, რომ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. ᲡᲔᲠᲘᲝᲖᲣᲚᲘ ᲡᲐᲤᲠᲗᲮᲔ!
სინამდვილეში, პროტესტის მონაწილეები ზუსტად იმ ხალხზეც ფიქრობდნენ, ვინც დღეს ისევ მათ ებრძვის.
აი ამიტომ ხართ ბოროტები. ამიტომ არ გიყვართ თქვენი ხალხი და ამიტომ არ გიყვართ საქართველო!
კორძი – კიდე გამოხატავს იმას, რაც მინდა რომ იყოს საქართველო. იმ ადამიანს გამოხატავს, ვისითაც უნდა აშენდეს ქვეყანა. თანამედროვე, ქვეყნის მოსიყვარულე და პატრიოტი” – წერს მუსიკოსი გიორგი გიგაშვილი სოციალურ ქსელში
🔻 რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ გორში Kordz-ის კონცერტი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაცია მუსიკოსმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. მოგვიანებით ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და დაწერა: “სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ “კრეატიული კომპასი საქართველოს” პროექტის ფარგლებში, მის მიერ დაფინანსებული ფესტივალი „კამარა“ ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადეს”. მოგვიანებით, კონცერტის გაუქმებას გამოეხმაურა კობახიძე და თქვა: “წარმოუდგენელია, როდესაც ფაშიზმის წამახალისებელ ადამიანს უორგანიზებ კონცერტს. ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური აქტია და ეს არის ნამდვილად ფაშიზმის წამახალისებელი, ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი, რაც ტრაგიკული მოვლენაა”