ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:1 დამარცხდა.
ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა 3-4-3 ტაქტიკა აირჩია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ტრანსფორმირდებოდა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, მაგრამ მეტოქის მაღალი პრესინგის გამო შეტევების ორგანიზება უჭირდათ. ნახევარდაცვაში არ გვყავდა ბურთის დამჭერი ფეხბურთელი, ამიტომ კვარაცხელიასაც მოედნის სიღრმეში უწევდა ჩასვლა. ტემპი დაბალი იყო, თამაში ნაკლებად სანახაობრივი. ერთადერთი მომენტი 38-ე წუთზე შევქმენით, როდესაც კუთხურიდან ხვიჩას ჩაწოდებული თავით კვერნაძემ დაარტყა, ბურთი კარის ხაზიდან მცველმა ჰიუმმა გამოიტანა და უსახური პირველი ტაიმი დასრულდა.
ცხადი გახლდათ, სანიოლის სტრატეგიამ ვერ გაამართლა, ცვლილებები გახლდათ აუცილებელი და შესვენების შემდეგ მოედანზე ხარებაშვილის ნაცვლად ჩაკვეტაძე შეუშვა. შანსი სტუმრებსაც მიეცათ, თუმცა დვალმა გადაგვარჩინა. ჩაკვეტაძის გარღვევის შედეგად მიქაუტაძემ ახლო მანძილიდან დაარტყა და მეკარე ჩარლზმა მოიგერია ბურთი. „ჯვაროსნებმა“ თამაში გაამწვავეს, მიქაუტაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ დაარტყა, „კვარას“ ჩაწოდებისას საჯარიმოში ბალარდმა ლოჩოშვილი წააქცია და კვარაცხელიას პენალტი მეკარემ მოიგერია. მერე პირისპირ გასულ მოწინააღმდეგეს მამარდაშვილმა არ გაატანინა, მექვაბიშვილის და კვერნაძის ნაცვლად შეცვლაზე კიტეიშვილი და დავითაშვილი შევიდნენ, კიტეიშვილის დარტყმული დარტყმული მეკარემ მოიგერია. შ. ჩარლზმა კონტრიერიშისას ოდნავ ააცილა მიზანს, ზედ საფინალო სასტვენის წინ მან გაგვიტანა და წავაგეთ.
დღეს ამავე ჯგუფში ერთმანეთს უნგრეთი და უკრაინა დაუპირისპირდებიან.
მეორე ტური 28 სექტემბერს გაიმართება – საქართველო უკრაინას, ჩრდილოეთ ირლანდია კი უნგრეთს უმასპინძლებს.
თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო – ჩრდ. ირლანდია 0:1
გოლი: ჩარლზი (90+9)
გამოუყენებელი პენალტი: კვარაცხელია (64)
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, დვალი, ლოჩოშვილი (ტაბიძე 85), გოგლიჩიძე (ბერიაშვილი 86), ხარებაშვილი (ჩაკვეტაძე 46), მექვაბიშვილი (კიტეიშვილი 77), ქოჩორაშვილი, კვარაცხელია, კვერნაძე (დავითაშვილი 77), მიქაუტაძე

