ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის 6.6 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისთვის “ევროპული მშვიდობის ფონდიდან” 6.6 მილიარდი ევროს გამოყოფისთვის პირობებზე შეთანხმდნენ.
ეს კარგი ამბავია უკრაინისთვის და ცუდი რუსეთისთვის.
900 მილიონი ევრო განკუთვნილია უკრაინისთვის ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიისთვის. 1 მილიარდი ევრო მოხმარდება აღჭურვილობის ერთობლივ შესყიდვას. 4.7 მილიარდი ევრო კი წევრ ქვეყნებს ხარჯებს აუნაზღაურებს, და ზოგიერთმა მათგანმა უკვე განაცხადა, რომ საკუთარ წილა უკრაინას გადასცემენ.
მოსკოვის ჰიბრიდული თავდასხმები მიზნად ისახავს ევროპის დაშინებას, რათა მათ უკრაინის მხარდაჭერა შეამციროს. ევროპა საპირისპიროს აკეთებს,” – წერს კალასი.




