მატილდა გვარლიანი, ჯიჯი ჰადიდი, ჯეი ლო, ვიტორია ჩერეტი და სხვა ვარსკვლავები მილანში Vogue World-ის პოდიუმზე (ფოტოები)

22 სექ­ტემ­ბერს მი­ლან­ში Vogue-ის მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა Vogue World: Milano 2026 გა­ი­მარ­თა. შოუ მი­ლა­ნის მო­დის კვი­რე­უ­ლის პირ­ველ დღეს, ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ულ Galleria Vittorio Emanuele II-ში ჩა­ტარ­და და მო­დას, მუ­სი­კას, კი­ნოს, ცეკ­ვა­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებს აერ­თი­ა­ნებ­და.

  • Vogue World-ის მე­ხუ­თე ღო­ნის­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი თემა “ადა­მი­ა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა და ხე­ლით შექ­მნი­ლი ოს­ტა­ტო­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეპო­ქა­ში” იყო. შოუ ხუთ ნა­წი­ლად და­ი­ყო და იტა­ლი­ის ის­ტო­რი­ის სხვა­დას­ხვა ეტა­პი წარ­მო­ად­გი­ნა – რე­ნე­სან­სი­დან ინ­დუსტრი­ულ რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე და მო­მავ­ლის ხედ­ვამ­დე.

  • გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სად­მი მი­ძღვნილ ნა­წილს და­ეთ­მო, სა­დაც პო­დი­უმ­ზე რო­ბო­ტე­ბიც გა­მოჩ­ნდნენ. ამ ფორ­მით Vogue-მ ტრა­დი­ცი­უ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა წარ­მო­ა­ჩი­ნა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ რო­გორც ცნო­ბი­ლი მო­დე­ლე­ბი, ისე მსა­ხი­ო­ბე­ბი, მუ­სი­კო­სე­ბი და სპორ­ტსმე­ნე­ბი. პო­დი­უმ­ზე გა­მოჩ­ნდნენ ჯიჯი ჰა­დი­დი, ვი­ტო­რია ჩე­რე­ტი, ირი­ნა შე­ი­კი, ად­რი­ა­ნა ლიმა, ჰე­ლე­ნა კრის­ტენ­სე­ნი, პა­ლო­მა ელ­სე­სე­რი, ჯეი ბალ­ვი­ნი, ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი, კარ­დი ბი, არი­ნა სა­ბა­ლენ­კა და სხვა ვარ­სკვლა­ვე­ბი.

Vogue World-ის ფარ­გლებ­ში პო­დი­უმ­ზე მა­ტილ­და გვარ­ლი­ა­ნიც გა­მო­ვი­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ტილ­და 2025 წელს, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში გა­მარ­თულ Vogue World: Hollywood-ზეც გა­მოჩ­ნდა. ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი Michael Kors-ის 2019 წლის გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცი­ის ლუ­ქით გა­მო­ვი­და.

მი­ლა­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბის სტუმ­რებს შო­რის იყო დემ­ნა გვა­სა­ლი­აც, რო­მე­ლიც Gucci-ს კრე­ა­ტი­უ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის რან­გში Vogue World-ის პირ­ველ რიგ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.