უჩა აბაშიძე: აქციებს, პროტესტს, ყველგან და ყველაფერში – აზრი აქვს, კი. ბოლომდე! – კი გავიმარჯვებთ სახელოვნად! – კი ოღონდ სტოპ: ვინ გავიმარჯვებთ?

ბლოგერი უჩა აბაშიძე:
ეს აქციები უაზრობა გახდა ხო? – ტყუილად ვდგავართ ხო რუსთაველზე?
არა, მე არ ვიგონებ ამ კითხვას, 1700-ჯერ წავიკითხე/მომწერეს და გაისმა TV-ში. ბევრს აწუხებს ეს კითხვა და ვისაც არ აწუხებს, მარა პასუხი არ აქვს და ჩხუბით პასუხობს, – თავს იტყუებს, რო არ აწუხებს.
პასუხი ასეთია:
თავიდან კედელს უროს ვურტყამდით, ეხლა დაღლილ-დაქანცულები, მუშტს ძლივს ვუბრახუნებთ, აზრი აქვს?
თავიდან კედელი იყო სუფთა, ლამაზი, მყარი და მბზინავი შპალერით (2019-ში ეს). ახლა დარჩენილია შპალერ-ჩამოფხრეწილი, გაჯ-ჩამოყრილი, აქა-იქ აგურ-ამომტვრეული, ჩამობრეცილი და ჩამომპალი, ძლივს იკავებს სახურავს. მარა ჩვენც უროს ძალას ვეღარ ვიკრებთ და მუშტსაც დაღლილად, ძლივს ვიქნევთ. აზრი აქვს?
ზოგადად – სანამ ოდნავ მტვერს მაინც ვაყრევინებთ თითო შეხებაზე – აზრი აქვს, კი. მარა კიდევ უფრო მეტი აზრი აქვს – იმიტო, რო შერემონტებას ვერ იწყებენ. სანამ ჩვენ თავს არ ვანებებთ – კედელი რჩება ჩამომპალ-ჩამოხეულ-ჩაბრეცილი და შეკეთებას ვერ ახერხებენ. მეტიც – ხან, მოულოდნელად, დიდი ხნის შერყეული აგურიც ტყდება, ზოგი.
მაგრამ ჩემი კითხვა ასეთია: და კედელს რო ვანგრევთ, – რითი ვცვლით? დიდი ხანია კედელი ისე ჩამოიზნიქა – რამე მზიდი სვეტი რო დაგვედგა ჩვენ – ჭერი უკვე მას ეკავებოდა და კედელი გადავარდებოდა საერთოდ.
საქმე იმაში არაა – რო ქოცები არ დასუსტდნენ, არ აირიენ, არ დაიფანტნენ და არ დაერივნენ ერთმანეთს.
ყველაფერი ეგ მოხდა. პროტესტმა ქნა ეგ ყველაფერი – კი. და რო ვერ ლაგდებიან, ვერ მშვიდდებიან და უარესი და უარესი ემართებათ – ეგეც იმის დამსახურებაა – რო არ ვეშვებით.
აქციებს, პროტესტს, ყველგან და ყველაფერში – აზრი აქვს, კი.
ბოლომდე! – კი
გავიმარჯვებთ სახელოვნად! – კი
ოღონდ სტოპ: ვინ გავიმარჯვებთ?
დასტოპდით და მიმოიხედეთ აბა – დიდი ხანია წააგო ქოცეთმა. დიდი ხანია – ქოცები ის აღარაა, ვინც ქოცები იყვნენ. თვითონაც ვეღარ ცნობენ საკუთარ თავებს და ერთმანეთს.
ჩვენი პრობლემა იმაში არაა – რო ვერ გავიმარჯვეთ.
ჩვენი პრობლემა იმაშია – რო “ვინ“ გავიმარჯვეთ?
ვინ გინდათ რო მოიგოს? – შეთანხმდით ვინ – და ჩათვალეთ კაი ხანია მოიგო იმან უკვე.
პროტესტის შეკრებას და მუშტის მონოტონურ რტყმას – მინიმუმ ის აზრი აქვს – რო რემონტს და შელამაზებას ვერ იწყებენ.
მაგრამ თუ ჩვენ ვერ შევთანხმდით “ვინ“ – თუ ამ პროტესტმა არ შექმნა სუბიექტი (ადამიანი არა, სუბიექტი, ორგანიზაცია – გასაგები და მისაღები იერარქია) – მაშინ მართლა ტყუილად ვაბრახუნებთ ამდენი ხანია.
აბსურდი დაგვემართა – ჩამოვშალეთ ქოცები და არ ვიცით “ვინ ჩვენ“ მოვიგეთ. ჩამოიღუნა სახურავი და სვეტი არ გვაქ რო შევუყუდოთ.
და ეხლა ვაგრძელებთ მონოტონურად ბრახუნს – და თუ სუ ბოლომდე არ ჩამოგვემხო კედელიც და სახურავიც – თავებს დავითრგუნავთ: ეჰ, ვერ დავანგრიეთო. და თუ მთლად დავანგრიეთ – მერე? – თქვენ გგონიათ რო დაინგრევა – მერე გამოჩნდება “ვინ ჩვენ“ მოვიგეთ?
კიდევ ვიმეორებ – თუ ეს პროტესტი, აქტივიზმი, ერთმანეთის გაცნობა და მონდომება ვერ შექმნის, ვერ შეგვათანხმებს – “ესენი რო არა – მაშინ ვინ“, და ნაცვლად ამისა – ერთმანეთის დაჭმით, ჩხუბით, კბენით ვიქნებით გართულები – მაშინ ჯერ ერთი მართლა ძაან გართულდება სუ ბოლომდე რო გადაიქცეს ეს კედელი, და მერე ხალხიც კი შეგვიძულებს ბოლოს – რისთვის ანგრევდით, თუ თქვენითაც არ იცოდით – რითი ანაცვლებდითო?
საერთაშორისო ისტორიის სტანდარტებით, ჩვენ უკვე მოვიგეთ.
ჩვენ ვერ ვთანხმდებით, ვერ ვიფიქრებთ, ვერ ვქმნით – ვინ ვართ ის “ჩვენ“ – ვინც მოიგო. და ამით ვიწამებთ საკუთარ თავებს.
იდეაში აქტივიზმი, აქციები, უნდა ქმნიდეს ბირთვს, ძალას, ენერგიას – რომელიც თავის თავზე იტყვის “ჩვენ“-ო და მთელი ქვეყანა მზადაა, კაი ხანია უკვე, დათანხმდეს ნებისმიერ “ჩვენ“-ზე, ნუ გარდა “ოღონდ ესენი არა“-სი.
ნებისმიერი, საშუალო ქართველი გპასუხობს “კი, დავინახე რო ამათი გაჩერება აღარ შეიძლება, მარა აბა ვინ?“
ვსო, ჩვენ ვანგრევთ კედელს, და არ ვიმჩნევთ – რო მიზნის 80% უკვე მიღწეულია, ახლა ჩვენვე ვართ ჩვენი თავის მთავარი პრობლემა, რო: კაი, მარა ვინ?
“აი სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს და ხალხი ხმას ვისაც როგორ მისცემს“
– OK, მარა შენ ვის უჭერ მხარს? – მირჩიე.
-მე არ ვიცი, არცერთი არ მევასება
WTF იმენნა?!
ასე ხო არ შეიძლება არა? – ანარქისტები ვართ, თუ რა ხდება? – როგორ შეიძლება ოპოზიციური პოლიტიკური აქტივისტი იყო – და “შენ ვის მირჩევ?“-ზე პასუხს ვერ სცემდე? – სიგიჟეა.
სინამდვილეში არჩევანი – ახლა უნდა მოხდეს. პასუხი ეხლავე უნდა გვქონდეს. ჯერ – ყველას ჩვენ-ჩვენი და მერე ერთმანეთს უნდა დავუთმოთ – და ყველას ერთი პასუხი გვქონდეს. და მორჩება.
ან ამ მოძრაობამ ახალი უნდა შექმნას რამე, გასაგები და ერთმნიშვნელოვანი “ჩვენ“ – რომელმაც უკვე მოიგო. ან არსებულზე უნდა მოვრიგდეთ, რო ესენია “ჩვენ“ – “დასაწყისისთვის წავა“.
“მეც არ ვიცი, მეც ყველა მძულს“ – აბა რანაირად?!
აქციებს აზრი აქვს, მარა უ-“ვინ“-ობა გვღუპავს.
2026.09.13