ე.წ მეორადი ჩარიცხვების შედეგად ბაკალავრიატის სტუდენტი კიდევ 818 აბიტურიენტი გახდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები გამოაქვეყნა. აბიტურიენტს საკუთარი შედეგის გაცნობა ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში საგამოცდო ბარათზე მითითებული  ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით შეუძლია.
მინიმალური გამსვლელი ქულები საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით
გამოცდენის ეროვნული ცენტრის ცნობით, მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 4 010 აბიტურიენტს, აქედან დარეგისტრირდა 1 715. უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც მონაწილეთა საერთო რაოდენობის 73%-ია.
“საბაკალავრო საფეხურზე ისწავლის 818 აბიტურიენტი. მათგან, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 312  აბიტურიენტი, ხოლო კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში – 506 აბიტურიენტი.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 408 აბიტურიენტმა (244 – სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში, 164 – კერძო პროფესიულ სასწავლებელში).
ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის უფლება მოიპოვა 16-მა გამოსაცდელმა. ყველა მათგანი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა” – აცხადებს გამოცდების ეროვნული ცენტრი.
შედეგები გამოქვეყნდა – ბაკალავრიატის სტუდენტი 29 481 აბიტურიენტი გახდა
3 744 აბიტურიენტმა ზღვარი ვერ გადალახა, 1 795-მა გადალახა, თუმცა ვერ ჩაირიცხა – NAEC
მიქანაძე: აბიტურიენტებს, რომლებმაც ზღვარი გადალახეს, მეორადი ჩარიცხვის საშუალებას მივცემთ
ე.წ. მეორადი ჩარიცხვა კობახიძის განათლების რეფორმის პირველ წელს, გამონაკლისის სახით დაუშვეს.