ბევრი დამსაქმებელი შრომის უსაფრთხოებას მხოლოდ კანონმდებლობის სავალდებულო მოთხოვნად აღიქვამს. ფორმალობად, რომლის შესრულებაც ჯარიმებისა და ადმინისტრაციული სანქციების თავიდან აცილებას ემსახურება. სინამდვილეში, ეს პროცესი ბევრად კომპლექსურია. გამართული მართვის სისტემა კომპანიას საოპერაციო ხარჯების შემცირებაში ეხმარება.ფინანსური დანაკარგი იმ მომენტიდან იწყება, როცა პრევენციულ ზომებს სათანადო ყურადღება არ ეთმობა. სამუშაო ადგილზე მიღებული ტრავმა თუ პროფესიული დაავადება თანამშრომლის ხანგრძლივად ჩანაცვლების საჭიროებას ქმნის. გამოცდილი კადრის დროებითი თუ მუდმივი ჩანაცვლება დამატებით დროს, ფინანსებსა და ენერგიას მოითხოვს. შედეგად, სამუშაო პროცესი ნელდება, საერთო პროდუქტიულობა მცირდება და ეს ფინანსური ტვირთი საბოლოოდ კომპანიის ბიუჯეტზე აისახება.მაგალითად, საწარმოო თუ სამშენებლო სექტორში ერთი ინციდენტიც კი მთელ სამუშაო ჯაჭვს აჩერებს. ასეთ დროს ფერხდება არამხოლოდ დაზარალებულის, არამედ მთელი გუნდის საქმიანობა, ხოლო მოკვლევა, შემოწმებები და შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგება დამატებით დროით და ადამიანურ რესურსს საჭიროებს. ამ არასასურველი შედეგების აცილების მიზნით, წინასწარ ჩატარებული რისკების შეფასება პრევენციის საუკეთესო ინსტრუმენტია.როდესაც ორგანიზაციაში პროფესიული ჯანდაცვა და შრომის უსაფრთხოება სათანადოდაა უზრუნველყოფილი, საფრთხეების პრევენცია რეალურ ფინანსურ შედეგს იძლევა. როდესაც შრომის უსაფრთხოების წესები პრაქტიკაში მკაცრად დაცულია, სამუშაო გარემო უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს. ინციდენტების შემცირება უკავშირდება გაცდენილი დღეების მინიმუმამდე დაყვანას, სტაბილურ გუნდსა და დაზღვევის შემცირებულ ხარჯებს. ამას ემატება რეპუტაციული სარგებელიც: კომპანია, რომელიც თანამშრომლის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, ბევრად მარტივად იზიდავს კვალიფიკაციურ კადრებსა და საიმედო პარტნიორებს.ამასთან, უსაფრთხო გარემოს შექმნა მხოლოდ ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა არ არის. თანამშრომლებს მართებთ ინსტრუქციების ზუსტი დაცვა, დამცავი აღჭურვილობის სწორად გამოყენება და შესაძლებლობის შემთხვევაში, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ დროული შეტყობინება. ასეთი ორმხრივი ჩართულობა სამუშაო სივრცეში ნდობასა და ჯანსაღ თანამშრომლობას აყალიბებს, რაც თავად ორგანიზაციის ეფექტიანობას ზრდის.პრაქტიკაში ამ სისტემის გამართვა სიღრმისეულ ცოდნასა და გამოცდილებას საჭიროებს. მოქმედი შრომის უსაფრთხოების რეგულაციები პერიოდულ განახლებას ექვემდებარება, რის გამოც მცირე და საშუალო ბიზნესს ხშირად კვალიფიციური გარე მხარდაჭერა სჭირდება. გამოცდილი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი პროცესებს თავიდანვე სწორად განსაზღვრავს. კომპანიებისთვის, რომელთაც ამ მიმართულებით თანამშრომლის აყვანა არ უღირთ, შრომის უსაფრთხოების კომპლექსური მომსახურება საუკეთესო ალტერნატივაა. ამგვარი მიდგომა შრომის უსაფრთხოებას ბიზნესისთვის რესურსების დაზოგვის რეალურ მექანიზმად გარდაქმნის.
