ვერცხლის ფასი იზრდება – მიზეზი მაღალი მოთხოვნაა

გლობალურ ბირჟებზე ვერცხლის ფასი ზრდას განაგრძობს.წლიურ ჭრილში, მისი ღირებულება, დაახლოებით, 23 დოლარით არის გაზრდილი. ამჟამად, 1 უნცია ვერცხლის ფასი 66 დოლარს აღემატება მაშინ, როდესაც 2025 წლის სექტემბერში 43 დოლარის ფარგლებში იყო.ბოლო დროს, ვერცხლის ფასების ზრდა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. პირველი –  გეოპოლიტიკური რისკებია. ომებმა და სავაჭრო დაძაბულობამ ინვესტორებს ძვირფასი ლითონებისკენ უბიძგა და მათ ოქროსთან ერთად, ვერცხლის მონეტების შეძენაც დაიწყეს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კი ვერცხლის გლობალურ ბაზარზე მიწოდების დეფიციტია. ზედიზედ მეექვსე წელია, რაც ვერცხლზე არსებული მოთხოვნა მიწოდებას მნიშვნელოვნად აღემატება, ეს კი ზეწოლას ახდენს ფასებზე.აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელი ვერცხლის ფასებისთვის რეკორდულია. პირველად ისტორიაში, მისმა ღირებულებამ 1 უნციაზე 120 დოლარს 2026 წლის იანვრის ბოლოს გადააჭარბა.