ნინო ანანიაშვილის ძმისშვილი თხოვდება – მხიარული ქორწილის წინა წვეულება მეგობრებთან ერთად

მსოფლიოში ცნობილი ბალერინას და ქორეოგრაფის, ნინო ანანიაშვილის ძმისშვილი და მოსახელე – მსახიობი ნინო ანანიაშვილი თხოვდება. ის სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნა საყვარელ ადამიანზე. გუშინ კი ქორწინების წინა წვეულება ჰქონდა მეგობრებთან ერთად და მხიარული ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

  • ნინო ანანიაშვილი უმცროსი კინოსა და თეატრის მსახიობია. რამდენიმე როლი არის უკვე მის ანგარიშზე, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე და ასევე სერიალში. გარდა ამისა, მამიდის სახელობის სტუდიას ხელმძღვანელობს, რომელიც ბალეტის პატარება და დიდი მოყვარულებისთვის არის.