„ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებლის, ელისო კილაძის დახურული სასამართლოდან სკანდალურმა ინფორმაციამ გამოჟონა – დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატი ამბობს, რომ სხდომაზე პროკურატურის მოწმემ, ასევე ბრალდებულმა გივი ჯიბლაძემ თქვა, რომ “ქოლ-ცენტრებს ამჟამად პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი მფარველობდა”.
აღნიშნა ასევე, რომ ფარცხალაძე მფარველობდა, ე.წ. “კრიშავდა” [ქოლ-ცენტრებს] და შემდეგ, როდესაც მოვიდა პრემიერად ღარიბაშვილი, ღარიბაშვილმა “გაწია” ფინანსთა საგამოძიებო სამსახური და მან ჩაიბარა ეს “ქოლ-ცენტრები” – სრული აბსურდი”, – ამბობს ადვოკატი ნათია კორკოტაძე.
სხდომის დასრულების შემდეგ, “პირველებმა” ღარიბაშვილის შესახებ კითხვა გივი ჯიბლაძესაც დაუსვა. ბრალდებული, რომელიც მოწმეთა დაცვის სიაშია და სახელმწიფო დაცვით გადადგილდება, ამტკიცებს, რომ პროცესზე ირაკლი ღარიბაშვილი “ქოლ-ცენტრების” მფარველობის კონტექსტში არ უხსენებია. მისი მტკიცებით, სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ მუშაობდა დანაშაულებრივი ჯგუფი.




