VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი…

“რუსთავმა” ბოლო პერიოდში კიდევ ერთ კონკურენტთან წააგო საშინაო მატჩი და ვეღარ არის ლიდერი. მხოლოდ ქულების კარგვაში არ არის საქმე – გია ცეცაძის გუნდმა თამაშითაც უკლო, რაც სრულიად გასაგებია.

გუნდში ბევრი ისეთი ფეხბურთელია, ვინც არ იცის, რა არის ლიდერის ტვირთი. როგორ ჩანს, გუნდმა წნეხს ვერ გაუძლო და დაეწყო ჩავარდნა, სეზონის განმავლობაში ყოველთვის ხდება.

“რუსთავმა” არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოყაროს ყურები. ამ გუნდმა წლეულს უკვე შექმნა ისტორია და მესამე ადგილზეც რომ გავიდეს, ყველა შემთხვევაში დიდი წარმატება იქნება.

“იბერია 1999” კი, რომელსაც მალე კონფერენსლიგის ძირითად ფაზაში მოუწევს თამაში, ბოლო პერიოდში იბრუნებს ფორმას და ამ პრინციპულ მატჩში გამარჯვებაც ამის დასტურია. მოქმედმა ჩემპიონმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო დროებით მწვრთნელის ნიკოლოზ გუშარაშვილის ხელმძღვანელობით.

რუსთავი-იბერია 1999 0:2

0:1 სელიმოვიჩი (42, ჯინჯოლავას პასით), 0:2 ძაგანია (83, ჯინჯოლავას პასით)

რუსთავი: ბერუაშვილი, კაპანაძე, იაკობიძე (ოლივეირა 78), ფაცაცია, ჩიქოვანი, გუჯაბიძე (გამბოში 85), კენიო (ჯაფარიძე 78), ნაკანო, ალმეიდა, პარკაძე (უბილავა 46), ოსეი

იბერია: მაკარიძე, ქობულაძე (ბოჭორიშვილი 90+2), ამისულაშვილი, სელიმოვიჩი (ენდე 82), ჯინჯოლავა, ქარდავა, სიხარულაშვილი, დადიანი (კულიევი 82), ტიბუე (კუცია 65), ნაჭყებია, ძაგანია (ჩიხრაძე 90+2)

არბიტრი: ალეკო აფციაური