კახა ზივზივაძე გიორგი გველესიანზე: მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტა სინდისი არ აწუხებს?

“არ ვაპირებდი პასუხს მაგრამ მართლა მაინტერესებს, ამ ბიჭმა გამაგებინოს რომელმა ძალებმა იმოქმედეს და დაწნეხეს ფეხბურთელები (პირველი მე ვიქნები ვინც პასუხს მოსთხოვს ჩემ შვილს, თუ ვინმეს გავლენით რაიმე თქვა) რომ თავისი აზრი გამოეხატათ.. მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტა სინდისი არ აწუხებს? რა გამოდის 26 ფეხბურთელიდან 4 მა ,,გაუძლო,, ძალების დაწნეხვას?
რად უნდა კონსტიტუციის დაცვას და რეფერენდუმის შედეგებს ვინმე ძალების ზეწოლა? ვალდებულები არა ვართ?“ – წერს ბუდუ ზივზივაძის მამა, კახა ზივზივაძე გიორგი გველესიანზე.
🔻 19 სექტემბერს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გიორგი გველესიანმა განაცხადა: “ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, “ჩვენი გზა არის ევროპაში” – მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენ ეკონომიკას?”

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე – გვექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საერთაშორისო არენაზე და ასევე, გაიმართოს ორმხრივი შეხვედრები