პრემიერი – ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ფერმერის დღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული ჩვენგანისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფერმერის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფერმერის შრომაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული საქართველოში.
„ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ეკონომიკური განვითარება, სასურსათო უსაფრთხოება, სოციალური სტაბილურობა და, რა თქმა უნდა, ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ძლიერი სოფელი და ძლიერი სოფლის მეურნეობა. აქედან გამომდინარე, თითოეულ თქვენგანს, ფერმერებს მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი შრომისთვის. ეს შრომა არის ნამდვილად პატრიოტიზმის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება.
ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით. ამ წინსვლას ადასტურებს კონკრეტული შედეგები. გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია. სოფლის მეურნეობაში შექმნილი მშპ 5.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა და ეროვნული ეკონომიკის თითქმის 6%-ს შეადგენს დღეისათვის. სოფლად დასაქმებულთა რაოდენობამ 577 ათასს გადააჭარბა, ხოლო უმუშევრობა 11.2%-მდე შემცირდა. ეს შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მუდმივი წინსვლა, თუმცა სოფლის მეურნეობას სჭირდება მუდმივი ზრუნვა, მუდმივი განვითარება. ამისათვის სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებს და მომავალშიც ბევრ რამეს გააკეთებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც