,,პაციენტების, ასევე უსიმპტომო ბავშვების მშობლებს და მთელ საზოგადოებას უამრავი კითხვა აქვს” – მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი:

,,როდესაც ქვეყანაში ეპიდაფეთქებაა (outbreak) და ბაღების მოვლენა სწორედ ასე კვალიფიცირდება, ქვეყნის მთავარი ჯანდაცვის დაწესებულებები მუდმივად განახლებად ინფორმაციას უნდა აწვდიდნენ მოსახლეობას და ჯანდაცვის მუშაკებს.

ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდებზე ჩამუჩუმი არ ისმის მიმდინარე ეპიდაფეთქების შესახებ.

შედარებისთვის, აშშ და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრების საიტებზე (cdc; ecdc), როდესაც მიმდინარე ეპიდაფეთქებაა, მთავარ გვერდზე დევს ხოლმე მუდმივად განახლებადი ინფორმაცია იმ დროისთვის პაციენტების რაოდენობის, ჩატარებული ეპიდ- და ლაბორატორიული კვლევების წინასწარი თუ საბოლოო შედეგების შესახებ და ასევე გაფრთხილება/რეკომენდაციები.