თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მშობლები განათლების სამინისტროში დღეს შეხვედრისთვის დაიბარეს

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მშობლები განათლების სამინისტროში დღეს შეხვედრისთვის დაიბარეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, მათ სამინისტროში მინისტრის მოადგილე შეხვდებათ.

ცნობისთვის, თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან, რომლის ავარიულობის მიზეზით გუშინ სასწავლო პროცესი გაჩერდა, მშობლების აქცია გაიმართა. აქციის გამართვის მიზეზი, მშობლებისთვის გაგზავნილი შეტყობინება იყო, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შენობის ავარიულობიდან გამომდინარე, 18 სექტემბრიდან სკოლაში სასწავლო პროცესი ჩერდებოდა. როგორც ერთ-ერთი მშობელი „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ რეჟიმში გაგრძელდება სასწავლო რეჟიმი. თუმცა მისივე თქმით, სკოლის დირექტორი მშობლებს, სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას სთავაზობს.