ტრამპი: ყალბი გაშუქების გამო CNN-ს, MSNOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში შესვლა აეკრძალათ

ბედნიერი ვარ გაცნობოთ, რომ დღეიდან ყალბი ამბების გამავრცელებელ CNN-ს, MSNOW-ს (რომელმაც ცოტა ხნის წინ MSNBC-ს სახელწოდება შეცვალა მაყურებლებისა და სანდოობის ნაკლებობის გამო!) და Politico-ს (რომელმაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისგან, პირდაპირ აშშ-ს მთავრობისგან, უკანონო და აბსურდული, რეკორდული – 8 მილიონი დოლარის ღირებულების გამოწერა მიიღო, რათა ‘გადარჩენილიყვნენ’. ჩემთვის ეს კორუფციას ჰგავს!), მუდმივად ყალბი ამბების გაშუქების გამო, თეთრ სახლში შესვლა აეკრძალათ!
მედიას არ უნდა შეეძლოს მუდმივად დაწეროს ან გაავრცელოს მხატვრული ამბები და ტყუილები, როდესაც ისინი აშშ-ს პრეზიდენტს, ტრამპის ადმინისტრაციას ან ამერიკის შეერთებულ შტატებს აშუქებენ.
[აღნიშნულ სააგენტოებს] სხვა ყალბი ამბების გამავრცელებელი მედიასაშუალებებიც მიჰყვებიან.