მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა “საუკუნეში ერთი”

მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა “საუკუნეში ერთი”
ფოტო: NASA Goddard / Intuitive Machines
10
წაკითხვა
მთვარეზე ახალი გიგანტური კრატერი აღმოაჩინეს, რომელიც მეცნიერებს იშვიათ შესაძლებლობას აძლევს, კოსმოსური სხეულის შეჯახების უშუალო შედეგებს დააკვირდნენ. მას “მაკგეჩინის კრატერი” უწოდეს. ის 2024 წლის გაზაფხულზე წარმოიქმნა, როცა დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრს ასტეროიდის ან კომეტის ფრაგმენტი დაეჯახა. ღრმულის დიამეტრი დაახლოებით 222 მეტრს შეადგენს, ხოლო სიღრმე — 43 მეტრს.
მაკგეჩინი ყველაზე დიდი ახლად წარმოქმნილი დარტყმითი კრატერია, რომელიც NASA-ს ორბიტალურ აპარატს (LRO) ოდესმე დაუფიქსირებია და რომელიც, ზოგადად, მზის სისტემაშია. ამ ზომის ჩაღრმავების გამომწვევი შეჯახება მთვარეზე, სავარაუდოდ, საუკუნეში მხოლოდ ერთხელ ხდება, რაც ამ მიგნებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
აღმოჩენის დეტალები ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებულ ორ ახალ კვლევაშია აღწერილი. პირველ ნაშრომში მეცნიერები უშუალოდ კრატერის სტრუქტურასა და იმ დიდძალ მატერიას მიმოიხილავენ, რომელიც დარტყმის შედეგად ზედაპირზე მიმოიფანტა. მეორე კვლევაში კი LRO-ს ინსტრუმენტის (Diviner) მონაცემებია გაანალიზებული. ამ ნაშრომში საკმაოდ დიდი ტერიტორიაა შესწავლილი, რომლის ფიზიკური მახასიათებლებიც სწორედ მოვლენის შედეგად შეიცვალა.
ორივე კვლევა ასტრონომებს უნიკალურ მასალას აწვდის: ტერიტორიის ფოტოები შეჯახებამდე და შეჯახების შემდეგ. რაც ყველაზე მთავარია, დაკვირვება მანამ განხორციელდა, სანამ სხვა პროცესები ამ ადგილს სახეს უცვლიდა.
კრატერის ზედხედი, რომელიც 2025 წლის 5 დეკემბერს გადაიღეს.
ფოტო: NASA Goddard / Intuitive Machines
“მაკგეჩინის კრატერი გამორჩეულია იმით, რომ იგი დღემდე იდენტიფიცირებულ ახალ დარტყმით კრატერებს შორის ყველაზე დიდია. ამ მასშტაბის ფორმაციები მთვარეზე, სავარაუდოდ, ას წელიწადში ერთხელ წარმოიქმნება. შესაბამისად, ძალიან გაგვიმართლა, რომ ეს მოვლენა LRO-ს მისიის პერიოდს დაემთხვა და რეგიონის შესწავლა შეჯახებამდეც შევძელით და მის შემდეგაც”, — აღნიშნავს ერთ-ერთი კვლევის წამყვანი ავტორი, ტაილერ პაუელი.
NASA-ს აპარატი LRO დედამიწის თანამგზავრს 17 წელზე მეტია, აკვირდება. ამ ხანგრძლივი მისიის წყალობით მკვლევრებს ტერიტორიის ძველი და ახალი ფოტოების შედარება და იმ მცირე ცვლილებების დაფიქსირება შეუძლიათ, რომლებიც სხვა შემთხვევაში შეუმჩნეველი დარჩებოდა.
ობიექტი პირველად 2025 წელს შენიშნეს. შემდგომმა დეტალურმა ფოტოგადაღებამ კი ახლად წარმოქმნილი ჩაღრმავება და მის გარშემო გაფანტული მატერიის ფენის არსებობა საბოლოოდ დაადასტურა.
კვლევებმა აჩვენა, რომ შეჯახების გავლენა უშუალოდ კრატერის საზღვრებს სცდება. მიმოფანტულ ქანებთან ერთად, სითბურმა რადიომეტრმა (Diviner) კიდევ უფრო ფართო თერმული ანომალია გამოავლინა. ინსტრუმენტმა კრატერის გარშემო დაახლოებით 7 კილომეტრი სიგანის “ცივი ლაქა” აღმოაჩინა, რომლის მიმდებარედაც მთვარეზე ღამით არსებული ტემპერატურა გარემოსთან შედარებით 8-9 გრადუსით დაბალია. მეცნიერთა განმარტებით, ტემპერატურული სხვაობა მთვარის გრუნტის (რეგოლიტის) გაფხვიერებამ გამოიწვია — შეჯახებამ ის უფრო “რბილი” გახადა, რის გამოც მან სითბოს შენარჩუნება ვეღარ შეძლო.
“დარტყმითი კრატერების წარმოქმნა მზის სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მნიშვნელოვანი პროცესია. იმის გაგება, თუ როგორ ცვლის შეჯახება ზედაპირსა და მის გარემოს, მთვარის გეოლოგიისა და ისტორიის გასააზრებლად უმნიშვნელოვანესია. გარდა ამისა, ეს ცოდნა მომავალი კოსმოსური მისიებისა და დედამიწის თანამგზავრზე დაჯდომის დაგეგმვისთვისაც მეტად აქტუალურია”, — დასძენს ტაილერ პაუელი.
მარცხნივ წრითაა მონიშნული მაკგეჩინის კრატერის ახლო ხედი, მარჯვნივ კი — შეჯახებამდე არსებული ვითარება; მარცხენა ფოტო 2025 წლის ზაფხულში გადაღებული კადრებითაა აწყობილი, მარჯვენა კი — 2011 წლის გაზაფხულის სურათებით; თეთრი ლაქა უშუალოდ კრატერი არაა, არამედ ეს დარტყმის შედეგად ამოტყორცნილი ქანების ფენაა, რომელიც მთვარეზე დაახლოებით 3-6-სართულიანი შენობის ზომის ობიექტის დაცემისას წარმოიქმნა.
ფოტო: NASA Goddard / Intuitive Machines / Robert Wagner
მთვარის ზედაპირი ათასობით კრატერითაა დაფარული, თუმცა მათგან უმეტესობა ძველია და დროთა განმავლობაში ეროზირებულია. სწორედ ამიტომ, მაკგეჩინის უცვლელი სტრუქტურა იდეალური ნიმუშია იმის შესასწავლად, თუ როგორ ყალიბდება და ვითარდება ასეთი ობიექტები.
ეს ადგილი მომავალი კოსმოსური ექსპედიციებისთვისაც საინტერესო სამიზნეა. კრატერი ბაზალტით დაფარული მუქი რეგიონისა და უფრო ნათელი მაღლობების საზღვარზე მდებარეობს. ეს მეცნიერებს საშუალებას აძლევს გამოიკვლიონ, როგორ მოქმედებს შეჯახება ორ სრულიად განსხვავებულ გეოლოგიურ გარემოზე. შესაბამის მთვარემავალს ან ეკიპაჟიან მისიას ისეთი დეტალები შეუძლია შეისწავლოს, რომელთა დანახვაც ორბიტიდან ვერ მოხერხდება.
“ზედაპირიდან განხორციელებულ დაკვირვებას უდიდესი ღირებულება ექნება. ეს საშუალებას მოგვცემს, ორბიტალური ფოტოები ადგილზე არსებულ მცირე მასშტაბის ცვლილებებს, ნიადაგის ტექსტურასა და ქანების განაწილებას შევადაროთ. ეს მიდგომა კრატერების წარმოქმნის პროცესის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება”, — დასძენს ტაილერი.
ამ დაკვირვებებს პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს. NASA და სხვა კოსმოსური სააგენტოები სულ უფრო ამბიციურ მისიებს გეგმავს. იმის ცოდნა, თუ როგორ ცვლის დარტყმა მთვარის გრუნტის თვისებებს, მკვლევრებს დაეხმარება განსაზღვრონ, როგორ იმოქმედებს ეს მომავალ კოსმოსურ ტექნოლოგიებზე.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ5860 ნახვა
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს4253 ნახვა
აღმოაჩინეს “ცხელი ყინულის” ფორმა, რომელიც შეიძლება ურანისა და ნეპტუნის წიაღში არსებობდეს863 ნახვა
ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს828 ნახვა
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი710 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
Sci-Tech
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
ადამიანი
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
მეცნიერება
შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას
შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას
გადახედვა
მეცნიერება
ტუტანხამონის აკლდამის მიღმა ფარული ოთახები შეიძლება იყოს — ნეფერტიტის საფლავი?
ტუტანხამონის აკლდამის მიღმა ფარული ოთახები შეიძლება იყოს — ნეფერტიტის საფლავი?
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
ბოლო 100-ზე მეტ წელში პირველად, კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
ბოლო 100-ზე მეტ წელში პირველად, კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
ჯანმრთელობა
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
Sci-Tech
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
მეცნიერება
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
მეცნიერება
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით