ბენიამინ ნეთანიაჰუ – „ჰამასის“ არცერთ ბოდვით მოთხოვნას არ ავყოლივართ

„ჰამასის“ არც ერთ ბოდვით მოთხოვნას არ ავყოლივართ. ამის შესახებ ს პრემიერ-მინისტრმა მ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“არაფერში არ ჩავერთეთ. „ჰამასის“ არცერთ ბოდვით მოთხოვნას არ ავყოლივართ, სისხლიანი ხელების მქონე ტერორისტების [გათავისუფლებაზე]. ვალდებულება არ არსებობს – მოლაპარაკება უნდა იყოს, ეს პროცესია და ამ მომენტში, რასაც „ჰამასისგან“ ვხედავ, ის არ მიმდინარეობს”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, აქამდე ჰამასი სამ-ეტაპიანი შეთანხმების წინადადებით გამოვიდა. ყოველი ეტაპი 45 დღე გრძელდება, და მისი მიხედვით მოხდება ღაზას სექტორში მყოფი მძევლების ისრაელის მიერ აყვანილი პალესტინელი ტყვეების სანაცვლოდ გათავისუფლება (მათ შორის იმათი, ვისაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი), ისევე როგორც მასიური ჰუმანიტარული და რეკონსტრუქციული ძალისხმევების დაწყება.
აქამდე გავრცელებული ცნობების მიუხედავად, “ჰამასმა” ომის დაუყოვნებლივ დასრულება არ მოითხოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა