ბექჰემი: “ოქროს ბურთს” მესი იმსახურებს

„ინტერ მაიამის“ თანამფლობელი დევიდ ბექჰემი მიიჩნევს, რომ „ოქროს ბურთი“ მისი გუნდის თავდამსხმელმა ლეო მესიმ უნდა მიიღოს.

„ინტერ მაიამიმ“ ჩემპიონთა თასის (Campeones Cup) ფინალში “კრუს ასული” 2:0 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული პირველად გახდა. არგენტინელმა კი გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა და კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო.

„როდესაც ხედავ, რა გააკეთა მესიმ ამ მატჩში, როგორ ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატი, გესმის, რომ ეს შემთხვევითობა არაა და ისევ განიხილავენ „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტად. ის ხომ, ალბათ, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. გასული სეზონიც წარმოუდგენლად ჩაატარა.

მუნდიალზე 39 წლის ასაკში ყოველ შეხვედრაზე გავლენას ახდენდა, რაც რაღაც განსაკუთრებულია. არავის აქვს ასეთ ასაკში ასეთ დონეზე ასპარეზობის უნარი. ამიტომ, ჩემი აზრით, „ოქროს ბურთს“ იმსახურებს.

რა თქმა უნდა, არიან სხვა შესანიშნავი მოთამაშეები – ჰარი კეინი, კილიან მბაპე, ჯუდ ბელინგემი და სხვები. თუმცა, როდესაც საუბარი ლეოზეა… მე მისი ყველაზე ერთგული გულშემატკივარი ვარ“, – განუცხადა ბექჰემმა ლიგის საიტს.