საზონოვი სათადარიგო იყო – “ხეტაფე” “ბეტისთან” დამარცხდა

ლა ლიგის მეექვსე ტურში „ხეტაფემ“ გასვლაზე „ბეტისთან“ მარცხი განიცადა – 0:1.
სტუმართა გუნდის მცველი საბა საზონოვი სათადარიგო იყო.
„ხეტაფე“ ამ მომენტისთვის 5 ქულით მე-15 ადგილზეა და 20 სექტემბერს „მალაგას“ უმასპინძლებს.
სევილია. „ლა კარტუხა“
ბეტისი – ხეტაფე 1:0
გოლი: ეზალზული (45)
გაძევება: მარტინი (87, ხეტაფე)