VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი

“იბერიამ” გამოტოვებულ მატჩში 2:1 დაამარცხა “დილა” და მესამე ადგილზე გადავიდა. არადა, კაცნაკლული გორელები ახლოს იყვნენ სასურველ ფრესთან, თუმცა მეექვსე დამატებულ წუთზე სტუმართა კარში მეორე 11-მეტრიანი დაინიშნა – დადიანისა და ჯინჯოლავას ზუსტი დარტყმებით თბილისურმა კლუბმა მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღო.
აღსანიშნავია, რომ “იბერიას” აღარ ხელმძღვანელობდა ანდრეი დემჩენკო (ოქმში ნიკოლოზ გუშარაშვილი ეწერა), რომელმაც, ეტყობა, საბოლოოდ დატოვა თბილისური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი.
ცოტა ხნის წინ ანალოგიური ინფორმაციის გავრცელების შემდეგ “იბერიას” ხელმძღვანელობამ კატეგორიულად უარყო მთავარი მწვრთნელის წასვლა, მაგრამ, ვფიქრობთ, ეს მალე ოფიციალურად მოუწეთ.
21 სექტემბერს, III წრის ბოლო ტურში “იბერია” სტუმრად შეხვდება ლიდერ “რუსთავს”, ხოლო “დილა” ასევე გასვლაზე “სპაერს” დაუპირისპირდება. ამ ტურის შემდეგ ჩემპიონატში სანაკრებო შესვენება დაიწყება.
იბერია 1999-დილა  2:1
1:0 დადიანი (63, პენალტით), 1:1 დიუფი (82. სანიანგის პასით), 2:1 ჯინჯოლავა (90+8, პენალტით)
იბერია: მაკარიძე, ქობულაძე (ბოჭორიშვილი 90), ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა, ქარდავა, დადიანი, კაფე (ბედოშვილი 66), სიხარულაშვილი (კუცია 78), ნაჭყებია (ტიბუე 90), ძაგანია (ჩიხრაძე 90)
დილა: კერესელიძე, კიკაბიძე (პუკეტი 21), არაუჟო, იარბრო, სანიანგი, ანოფი, კობახიძე (შეყილაძე 46), ჯალაღონია, ფარულავა (გრაბოვსკისი 56), მენთეშაშვილი (დიუფი 74), კანტე (გოგობერიშვილი 74)
არბიტრი: აკაკი ფარჯიკია
58-ე და 90+6-ე წუთებზე ორი გაფრთხილების გამო გააძევეს ჟოაო არაუჟო და მამინ სანიანგი (ორივე – დილა)