პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს

პსჟ თავის წამყვან ფეხბურთელებთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს.
ჟურნალისტი აბდელა ბულმა იტყობინება, რომ უსმან დემბელესთან ხელშეკრულების 2030 წლამდე გახანგრძლივება გადაწყვეტილია, ხვიჩა კვარაცხელიასთან კი 2031 წლამდე გაგრძელების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. იგივე საკითხზე დეზირე დუესთან პარიზული კლუბი მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„ეკიპის“ ცნობით, დუეს თანამშრომლობის გახანგრძლივება გაუმჯობესებული ფინანსური პირობებით 2031 ან 2032 წლამდე შესთავაზეს და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.
დემბელეს პსჟ-სთან კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს გაფორმებული, ხოლო კვარაცხელიას და დუეს 2029 წლამდე.