ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სექტემბრის სხდომაზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი განიხილა.
საქართველოს ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით, კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას:
• შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს სამხედრო ძალები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან;
• შეწყვიტოს ე.წ. ბორდერიზაცია, უზრუნველყოს მოსახლეობის თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილება, საკუთრებაზე წვდომა და ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა ოკუპირებულ რეგიონებში;
• შექმნას დევნილებისთვის საკუთარ სახლებში უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების პირობები და აღკვეთოს მკვლელობების, გატაცებების, წამების, უკანონო დაკავებებისა და სხვა მძიმე დარღვევების პრაქტიკა.
საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში უკვე მიაღწია ისტორიულ გამარჯვებებს – მათ შორის, ე.წ. დეპორტირებულების, 2008 წლის აგვისტოს ომისა და „განგრძობადი ოკუპაციის“ საქმეებზე.
საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ ყველა სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმის გამოყენებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულად აღსრულდეს და აღდგეს სამართლიანობა დაზარალებულებისთვის.
ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე გრიგოლ ლილუაშვილზე – ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა, გუნდისთვის არის დისკომფორტი, რომ გუნდის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი აღმოჩნდა გახვეული ასეთ ქმედებებში, სამწუხაროა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა

გურამ მაჭარაშვილი: თუ FARA-ს კანონის გამკაცრება ისეთ ქვეყანას სჭირდება, როგორიც ამერიკაა, წარმოიდგინეთ, რამდენად საჭიროა გამჭვირვალობის კანონი საქართველოსთვის, რომელიც ბევრი ქვეყნის ინტერესთა გადაკვეთის ობიექტია