“ოპოზიცია გაუბედურებულია” – კახა კალაძე

31
თბილისის მერი, კახა კალაძე:
„ოპოზიციად წოდებული ეს უსამშობლო აგენტურის წარმომადგენლები განულებულები არიან. არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს, აფასებს და რაც მთავარია, სწორ ანალიზს აკეთებს.
ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ კარგად იცის ვინ, ვინ არის. ძალიან კარგად იცის, რომ ეს ადამიანები ჩართულები არიან ქვეყნის წინააღმდეგ საქმიანობაში და ცდილობენ გააკეთონ ის, რასაც გარედან ავალებენ. რა თქმა უნდა, არ მოდის სამშობლოს სასიკეთო დავალებებს, იმიტომ, რომ გარე პატრონებს თავიანთი ინტერესები აქვთ. სურვილი აქვთ, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც არის საქართველო, უკრაინა გამოიყენონ საკუთარი ინტერესების გასატარებლად. თავიანთ ინტერესებს უნდა შეეწიროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენ ამას არ ვაკეთებ და არავის მივცემთ ამის უფლებას.
ოპოზიცია არის გაუბედურებული, თუ შეიძლება მათ ოპოზიცია ეწოდოს. უსამშობლოები არიან და იღებენ კონკრეტულ დავალებებს ქვეყნის წინააღმდეგ“.