კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს რაც უნდა, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილია

ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია სიტყვის თავისუფლება და, შესაბამისად, ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის გრიგოლ ლილუაშვილს შეუძლია ილაპარაკოს ის, რაც უნდა.
“ილაპარაკოს რაც უნდა, ეს არის ნებისმიერი პატიმრის უფლება, საქართველოში დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება არის უზრუნველყოფილი.” – განაცხადა კობახიძემ.
ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავენ თუ არა საფრთხეს ლილუაშვილისგან, კობახიძემ უპასუხა:
“არავითარი. თქვენ იცით, რომ იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ბრალდებით, ძირითადად ეს იყო კორუფციული ბრალდებები, კონკრეტული თანამდებობის პირები აღმოჩნდნენ საპატიმროში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, მათ სცადეს რაღაცების ლაპარაკი, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ამ ლაპარაკებს არასდროს არ მოჰყოლია რაიმე შედეგი. ვერაფერი ვერ თქვეს ხელისუფლებაზე იმდენად სუფთაა ჩვენი საქმიანობა და მისი წესები.”
ცნობისთვის, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს გუშინ 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
გრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა