იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ბრალდებით, ძირითადად, ეს იყო კორუფციული ბრალდებები, კონკრეტული თანამდებობის პირები აღმოჩნდნენ საპატიმროში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. მათ სცადეს რაღაცების ლაპარაკი, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ამ ლაპარაკს არასდროს მოჰყოლია რაიმე შედეგი. ვერაფერი თქვეს ხელისუფლებაზე იმდენად სუფთაა ჩვენი ხელისუფლება… მათ შორის, ღაირბაშვილს ვგულისხმობ… დისკომფორტი არის ის, როდესაც ყოფილი პრემიერ მინისტრი ხვდება ციხეში კონკრეტული ბრალდებით. ეს, რა თქმა უნდა, დისკომფორტია. დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს გუნდს ღარიბაშვილმა, რომ კორუფციის ბრალდებით მოუწია ცხიეში წასვლა. უმჯობესი იყო, მას არ ჰქონოდა ასეთი საქმიანობა წარსულში. ასეთ შემთხვევაში დისკომფორტი იქნებოდა ნაკლები. კორუფცია არის ცუდი. როდესაც ადამიანს აქვს წაყენებული ბრალდება კორუფციასთან დაკავშირებით და ეს ბრალდება არის დადასტურებული, ამას ვერანაირად ვერ ჩამოიწმენდ განცხადებებით თუ წერილებით. კორუფციას ვერავინ გადაფარავს ვერც წერილებით, ვერც განცხადებებით. ყველამ უნდა იზრუნოს საკუთარ წარსულზე. ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია არის ძალიან ცუდი.