ლა ლიგის მეექვსე ტურში „სევილიამ“ გასვლაზე „დეპორტივოს“ 1:0 მოუგო.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი, ისევე როგორც გასულ მატჩში „ვალენსიასთან“, ისევ შეცვლაზე შევიდა, ამჯერად 81-ე წუთზე.
„სევილიამ“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, ამ მომენტისთვის 13 ქულით მე-4 ადგილზეა და 19 სექტემბერს „ბარსელონას“ უმასპინძლებს.
ლა-კორუნია. „რიასორი“
დეპორტივო – სევილია 0:1
გოლი: სიერა (52)
გაძევება: ანხელინო (59, დეპორტივო)