ლა ლიგის მეექვსე ტურში „ბარსელონამ“ სახლში „რასინგი“ 7:2 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
„ბარსელონა“ 18 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „რეალს“ 3 ქულით უსწრებს და 19 სექტემბერს გასვლაზე „სევილიას“ დაუპირისპირდება.
„რასინგი“ 7 ქულით მე-10 პოზიციაზეა და 19 სექტემბერს „სელტას“ ესტუმრება.
ბარსელონა. „კამპ ნოუ“
ბარსელონა – რასინგი 7:2
გოლები: 1:0 კანსელო (8), 2:0 რაფინია (23, პენ), 2:1 გუიე (30), 3:1 კანსელო (36), 4:1 რაფინია (42), 4:2 ზაბირი (65), 5:2 რაფინია (67, პენ), 6:2 გაბრიელ ჟეზუსი (79), 7:2 იამალი (89)
გამოუყენებელი პენალტი: იამალი (45, ბარსელონა)