ლიგის თასის 1/16-ფინალში „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე „ტოტენჰემი“ 3:1 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ირაოლამ როტაციას მიმართა და კარში მამარდაშვილი ჩააყენა, რომელმაც ამ სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა. გიორგიმ დებიუტში ახლო მანძილიდან ბერგვალის დარტყმული ფეხით საოცარი რეაქციით მოიგერია. „წითლები“ უპირატესობას ფლობდნენ, 21-ე წუთზე მაკ ალისტერმა დააწინაურა, 55-ე წუთზე კი დუბრავკას კარი გაკპომ დალაშქრა. ცოტა ხანში სტუმრებს შანსი მიეცათ, თუმცა მარმუშს ხელსაყრელი პოზიციიდან „მამარდამ“ არ გაატანინა. 69-ე წუთზე ჩაწოდებული კუთხურისას ქართველ მეკარეს ბლოკი ჩაუყენეს, ბურთს ვერ მისწვდა და გალაჰერმა ანგარიში შეამცირა. მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა.
ბოლოს კოკისპირული წვიმა წამოვიდა, მარმუში საჯარიმოში შეიჭრა, დაარტყა და მცველისგან რიკოშეტირებული ბურთი ქართველმა წარმოუდგენელ ნახტომში მოიგერია, ხოლო კომპენსირებულ დროში სობოსლაიმ ჩინებული გოლი გაიტანა, “მამარდამ” კიდევ ერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი და „ლივერპულმა“ გაიმარჯვა.
მომდევნო მატჩს „ლივერპული“ 20 სექტემბერს ჩაატარებს – პრემიერლიგის მეხუთე ტურში გასვლაზე „ბორნმუთს“ დაუპირისპირდება.
ლივერპული. „ენფილდი“
ლივერპული – ტოტენჰემი 3:1
გოლები: 1:1 მაკ ალისტერი (21), 2:0 გაკპო (54), 2:1 გალაჰერი (69), 3:1 სობოსლაი (90+1)